ბოსტნეულის ფერადი მიქსი ზამთრისათვის
FPAPARAZZI-ი გირჩევთ აუცილებლად მოამზადოთ მარინადი ამ რეცეპტით და ზამთრისთვის შეინახოთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- ყვავილოვანი კომბოსტო- ნახევარი თავი
- თალგამი- 6-7
- სტაფილო- 3 ცალი
- ნიახურის ღერები- 2 ტოტი
- წითელი ან ლურჯი ხახვი- ½ ცალი
- ბულგარული- 1 ცალი
- მწარე წიწაკა- 1ცალი
- ნიორი- 3 კბილი
- ხმელი ორეგანო- 2 ჩ.კ
- ხმელი ქონდარი- 2 ჩ.კ
- შავი წიწაკის მარცვლები- 2 ჩ.კ
- თეთრი ძმარი- 3 ჭიქა
- წყალი- 1 ჭიქა
- მარილი 1 ს.კ
- დაფნის ფოთოლი- 2 ცალი.
მომზადების წესი:
- ბოსტნეული გარეცხეთ. თალგამი, სტაფილო და მწარე წიწაკა დაჭერით რგოლებად, დანარჩენი კი კუბებად.
- ბოსტნეული გაანაწილეთ ორ სტერილიზებულ ქილაში.
- თითოეულ მათგანში ჩაყარეთ ორეგანო, ქონდარი, დაფნის ფოთოლი და წიწაკის მარცვლები.
- წყალი, ძმარი, შაქარი, მარილი და დაფნის ფოთოლი მოათავსეთ ქვაბში, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
- მდეგ კი დაამატეთ ქილებში.
- აცადეთ გაგრილება და მას შემდეგ, რაც ოთხის ტემპერატურამდე გაცივდება, ქილები მოხუფეთ და შეინახეთ მაცივარში.
- მეორე დღეს უკვე შეგიძლიათ მიირთვათ.
- თუ ზამთრისთვის გსურთ შენახვა, გაუკეთეთ სტერილიზაცია და შეინახეთ ბნელ და ცივ ადგილას.
გემრიელად მიირთვით.