უგემრიელესი სოკო სადღესასწაულო სუფრისთვის 10 წუთში
fpaparazzi იდეალური წასახემსებლის უმარტივეს რეცეპტს გთავაზობთ!
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ქამა სოკო 500 გ
- ძმარი 60 მლ
- ზეთი 120 მლ
- ნიორი 3 კბილი
- შავი პილპილის მარცვლები 10 ცალი
- შაქარი 2 ჩ/კ
- მარილი 1 ჩ/კ
- დაფნის ფოთოლი 4 ცალი
მომზადების წესი:
- გარეცხეთ სოკო და გაჭერით შუაზე.
- მარინადისთვის ერთმანეთში შეურიეთ ძმარი, ზეთი, შაქარი, მარილი, პილპილის მარცვლები და დაფნის ფოთოლი.
- სოკო გადაიტანეთ მარინადში, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, დადგით ცეცხლზე და ხარშეთ 5 წუთი.
- გადაიტანეთ სოკო ქილაში, გააცივეთ და დააფარეთ თავსახური.
- მოათავსეთ ქილები 4 საათით მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!