ფარშირებული მკვახე პომიდორი

ფარშირებული მკვახე პომიდორი
fpaparazzi სეზონის ჰიტს, მკვახე პომიდვრის მარინადს გთავაზობთ. გათვლილია 3 ლიტრიან ქილაზე.
საჭირო მასალა:
  • მწვანე პომიდორი
  • პირშუშხას ფესვი
  • ნიორი 3 კბილი
  • კამა და ოხრახუში თითო კონა
  • ძმარი 1 ჩ/კ
  • მარილი 2 ს/კ
  • შაქარი 3 ს/კ

მომზადება:
  1. გაატარეთ პირშუშხას ფესვი ხორცის საკეპში, ნიორი დაჭყლიტეთ, კამა და ოხრახუში დაჭერით წვრილად. ყველაფერი კარგად აურიეთ.
  2. პომიდორი გარეცხეთ, ჩაჭერით შუაზე ისე, რომ ბოლომდე არ გაიჭრას და გამოტენეთ გულსართით.
  3. 3 ლიტრიან ქილაში ჩაყარეთ მარილი, შაქარი, გაავსეთ პომიდვრით და დაასხით ადუღებული წყალი.
  4. დადგით წყლით ქვაბი, ჩააფინეთ ჩაის ტილო, ჩადგით პომიდვრიანი ქილა და გაასტერილეთ. ადუღებიდან 30 წუთი გააჩერეთ ცეცხლზე.
  5. სანამ ქილას მოხუფავდეთ, ჩაასხით 1 ჩ/კ ძმარი. მოხუფეთ, ამოატრიალეთ ქილა და შეფუთეთ, სანამ ბოლომდე არ გაცივდება.

გემრიელად მიირთვით