ლამაზი და გემრიელი ღვეზელი მზესუმზირა- ყველას გეყოფათ
ამ უგემრიელეს ღვეზელში ყველაფერია გაერთიანებული- გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზია, ამასთან გემრიელია და ძალიან პრაქტიკულია მისი მომზადება, თუკი მეგობრების კამპანიაში აპირებთ დროის გატარებას.
გულთავსის არჩევისას შეზღუდული არ ხართ- შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ლობიო, ისე სოკო და ყვავილოვანი კომბოსტო.
საჭირო მასალა:
გულთავსის არჩევისას შეზღუდული არ ხართ- შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ლობიო, ისე სოკო და ყვავილოვანი კომბოსტო.
საჭირო მასალა:
- ფქვილი- 400გ
- მარილი- 0,5 ჩ.კ
- კვერცხი- 2ცალი
- მშრალი საფუარი- 2ჩ.კ
- ხახვი- 1თავი
- ხმელი სუნელი- 1ჩ.კ
- რძე- 100მგ
- შაქარი- 1ს.კ
- კარაქი- 50გ
- ქათმის ფარში- 250გ
- მცენარეული ზეთი- 2ს.კ
- შავი დაფქული წიწაკა- გემოვნებით
- თბილ რძეში დაუმატეთ საფუარი, მარილი, შაქარი, დარბილებული კარაქი და გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ცომი, მოათავსეთ ჯამში, გადააფარეთ ხელსახოცი და გააჩერეთ დაახლოებით 1 საათი ამოსაფუებლად.
- ტაფა გაახურეთ და მოთუშეთ ხახვი სანამ ოქროსფერი არ გახდება. შემდეგ დაუმატეთ ქათმის ფარში და მანამ თუშეთ სანამ მზად არ იქნება. დაამატეთ სუნელები.
- ცომი გააბრყელეთ ორ ნაწილად და გააბრტყელეთ.
- ერთი ნაწილი დააფინეთ საცხობ ფორმაზე, მის გვერდებზე გადაანაწილეთ ყველი. შუაგულში მოათავსეთ ფარში. დააფინეთ ზემოდან მეორე ფენა და ხელით შეკარით.
- აიღეთ ღრმა თეფში და მისი დახმარებით ყვავილის ფორმა მიეცით ღვეზელს.გააჩერეთ 20 წითი. შემდეგ წაუსვით კვერცხის გული.
- გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე და აცხვეთ 25- 30 წუთის განმავლობაში.