როგორ მოვამზადოთ ღვეზელი კარტოფილითა და წიწიბურით

როგორ მოვამზადოთ  ღვეზელი კარტოფილითა და წიწიბურით
თუკი ექსპერიმენტები არ გაშინებთ და გსურთ ყველა ქვეყნის სამზარეულოს იცნობდეთ, უგემრიელესი კერძის მომზადებას გთავაზობთ, რომელიც ძალიან გემრიელია.
საჭირო მასალა
  • კარტოფილი- 500გ
  • ფქვილი-640გ
  • ხახვი- 2 თავი
  • სტაფილო- 1 ცალი
  • კვერცხი- 1ცალი
  • მცენარეული ზეთი- 40 მგ
  • შავი წიწაკა- 3გ
  • წიწიბურა- 150გ
  • სალა- 200გ
  • ნიორი- 2 კბილი
  • საფუარი- 30გ
  • შაქარი- 25გ
  • მარილი- 15გ
  • წყალი- 1,6 ლ
საჭირო მასალა:
  1. მოზილეთ ცომი. ჩაყარეთ ჯამში საფუარი და დაუმატეთ შაქარი. გააჩერეთ მასა 5 წუთით რომ საფუარი აფუვდეს.
  2. ცეცხლზე დადგით ორი ქვაბი. ერთში ჩაასხით 300 მგ წყალი, ხოლო მეორეში 1 ლ წყალი. ქვაბი, რომელშიც ცოტა წყალია, გაახურეთ 40 გრადუსამდე, ხოლო მეორე ქვაბი აადუღეთ.
  3. გაფუებული საფუარი ჩაასხით თბილ წყალში (300მგ), დაუმატეთ 0,5 ჩ.კ მარილი და აუერიეთ ყველა ინგრედიენტი.
  4. დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი ( 320გ) და მოზილეთ ცომი, რომელიც არაჟნის კონსისტენციის უნდა იყოს. ბოლოს დაუმატეთ 2 ს.კ ზეთი. შემდეგ დაამატეთ დარჩენილი ფქვილი და მოზილეთ ცომი ხელით
  5. გადააპარეთ ჩაის ტილო და დადგით თბილ ადგილასა ამოსაფუებლად 40 წუთის განმავლობაში. სანამ ამოფუვდება, მოამზადეთ გულსართი.
  6. დიდ ქვაბში მოხარშეთ კაეტოფილი. დადგით ცეცხლზე კიდევ ქვაბი და ჩაასხით 300 მგ წყალი. მოხარშეთ წიწიბურა.
  7. სალა დაჭერით კუბებად, ხახვი წვრილად, ხოლო სტაფილო გახეხეთ. ნიორი დაჭყლიტეთ.
  8. დაჭრილი ბოსტნეული მოათავსეთ ტაფაზე და სანამ ოქრსოფერი არ გახდება, მანამ ურიეთ.
  9. კარტოფილისგან გააკეთეთ პიურე, დაუმატეტ ბოსტნეული და წიწიბურა. დაუმატეთ მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ.
  10. მზა ცომი გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე. მოათავსეთ მასზე გულსართი და ზემოდან მორთეთ დარჩენილი ცომით ან მთლიანად გადააფარეთ ერთი ფენა ცომი.
  11. ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული და ჩანგლით დაჩხვლიტეთ.
  12. აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით