ოსური ღვეზელი ხორცით

ოსური ღვეზელი ხორცით
ეს ღვეზელი ძალიან ფუმფულა და ჰაეროვანი გამოდის, ამიტომ fpaparazzi გირჩევთ, აუცილებლად სცადოთ.

საჭირო მასლა:
ცომისთვის:
  • 150 მლ კეფირი
  • 100 მლ წყალი
  • 50 მლ მცენარეული ზეთი
  • 100 მლ წყალი
  • 0-500 გ ფქვილი
  • ½ ს.კ შაქარი
  • ½ ჩ.კ მარილი
  • ½ ს.კ მშრალი საფუარი


შიგთავსისთვის:
  1. 700 გ ფარში
  2. ნახევარი თავი ხახვი
  3. 2 კბილი ნიორი
  4. ყველანაირი მწვანილი
  5. ცოტა ბულიონი ან წყალი (საჭიროების შემთხვევაში)
  6. მარილი და დაფქული წიწაკა გემოვნებით
  7. 20 გ კარაქი წასასმელად


მომზადების წესი:
1. მოზილეთ ცომი- საქმე რომ გაიმარტივოთ, შეგიძლიათ პურის საცხობში მოზილოთ აღნიშნული ინგრედიენტებით.
2. სანამ ცომი ამოვა მოამზადეთ გულსართი. მწვანილი, ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით და შეურით ფარშს.
3. დაუმატეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით და ურიეთ. თუ სქელი გამოვიდა გაათხელეთ ბულიონით ან წყლით.
4. ცომი გაყავით სამ ნაწილად, გააბრტყელეთ და შუაგულში მოათავსეთ ფარში, შეკარით
5. ფრთხილად გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე და აცხვეთ 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 12- 15 წუთით
6. მზა ღვეზელს ზემოდან წაუსვით კარაქი და გემრიელად მიირთვით.