ყველიანი ღვეზელი, რომლის მომზადება ყოველდღე მოგინდებათ. საოცრად გემრიელია!
ღვეზელი გამოდის ძალიან გემრიელი და რაც მთავარია, ძალიან მარტივად მზადდება. ცოტაოდენი დრო და ნოყიერი სადილი მთელი ოჯახისთვის მზად არის!
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- მაგარი სახეობის ყველი 200 გ
- კარაქი 170 გ
- კვერცხის გული 1 ცალი
- შაქარი 0,5 ს/კ
- საფუარი 1,5 ჩ/კ
- ფქვილი 350 გ
- კვერცხი 1 ცალი
- მარილი 0,25 ს/კ
- რძე 200 მლ
მომზადების წესი:
- თბილ რძეში გახსენით საფუარი და შაქარი. დაუმატეთ კვერცხი, მარილი, 50 გ დარბილებული კარაქი და გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ცომი.
- მოათავსეთ ცომი თბილ ადგილას. როცა 2-ჯერ გაიზრდება მოცულობაში, შეგიძლიათ დაიწყოთ ცომზე მუშაობა.
- თავდაპირველად გაყავით ცომი 7 თანაბარ ნაწილად.
- გააბრტყელეთ ცომის ერთი ნაწილი თხლად და გადაიტანეთ კარაქწასმულ ფორმაზე (20 X 25 სმ).
- წაუსვით ფირფიტას გამდნარი კარაქი და მოაყარეთ ბლომად გახეხილი ყველი.
- შემდეგ გააბრტყელეთ ცომის მეორე ნაწილი. დააფინეთ ყველის ზემოდან. ამჯერად წაუსვით მხოლოდ გამდნარი კარაქი. გააგრძელეთ ფენების დალაგება, თან მოაყარეთ თითოეულს ყველი.
- ბოლო ფენას ნუ მოაყრით ყველს, წაუსვით კვერცხის გული. შემდეგ დაჭერით ღვეზელი კვადრატებად, მაგრამ ნუ გააცალკევებთ. გადააფარეთ ზემოდან საკვების შესაფუთი ცელოფანი და მოათავსეთ თბილ ადგილას 20 წუთი.
- გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და აცხვეთ ღვეზელი 40 წუთი.
- გემრიელი ღვეზელი შეგიძლიათ მიირთვათ საუზმედ ჩაისთან ან ყავასთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!