საუკეთესო საშუალებები საშოდან წყლიანი გამონადენის სამკურნალოდ.
წყლიანი გამონადენი - საშვილოსნოდან წყლის მაგვარი გამონადენი რომელიც წააგავს ახალი კვერცხის ცილას. ეს არის ერთ - ერთი ყველაზე მეტად დამახასიათებელი სიმპტპომი გინეკოლოგიური დაავადებებისათვის. გამონადენის მიზეზი შეიძლება იყოს ინფექცია (ტუბერკულოზი, ქუნთრუშა და სხვა ) ვენერიული დაავადებები, სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესები . გამონადენს შერეული ჩირქი მიანიშნებს ანთებით პროცესზე, სისხლანრევი გამონადენი ავთვისებიან სიმსივნურ წარმონაქმნზე. გამონადენი თუ უხვია, ქაფიანი და სუნიანი ეს მიუთითებს სოკოვან დაავადებებზე. წყლიანი გამონადენი სავსებით უსაფრთხოა თუ ის წინ უსწრებს მენსტრუაციას, ან აღინიშნება გაცივების ან ანემიის დროს. ამ შემთხვევაში საჭიროა ფიზიკური აქტივობის შემცირება, სიცივეში ყოფნისგან თავის არიდება, კარგი კვება. ქალი თუ შეამჩნევს წყლიან გამონადენს, კარგია საშოს გამორეცხვა ჩაიტაროს შაბით ან ტანინით ( 1 ჩ/კ 1 ჭ წყალზე ) მკურნალობა მიმართულია ძირითადი დაავადების ლიკვიდაციაზე რომელთა კლინიკურ სურათს წარმოადგენს წყლიანი გამონადენი.
რეცეპტები:
რეცეპტები:
- 1 ს/კ ბატის მარწყვბალახა ადუღეთ 1 ჭ რძეში 5 წთ, დააყენეთ 2 სთ, გაწურეთ. მიიღება 1/4 ჭ - 3 - 4 -ჯერ დღეში.
- თეთრი აკაციის ყვავილები ხშირად ჩაღეჭეთ, წვენი ჩაყლაპეთ. ყვავილობის ნახარშით შესაძლებელია საშოს გამორეცხვის ჩატარება. 2 ს/კ 1/2 ლ წყალზე.
- ძახველისა და კოწახურის ნაყოფის წვენი მიიღება 50 - 70 მლ 3 - ჯერ დღეში.
- ფარსმანდუკის ყვავილების ან მარწყვის ძირების ჩაი მიიღება 2 - 3 ფინჯანი დღეში.
- წყლიანი გამონადენის დროს სასარგებლოა გველის სუროს მშრალი ბალახის ნაყენი. 3 მუჭა ბალახს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 სთ. მიიღება მცირე ულუფებით მალ- მალე. 5 - ჯერ დღეში.
- 20 გრ გვირილა, 10 გრ მუხის ქერქი, 10 გრ მარწყვბალახა, 50 გრ ჭინჭრის ფოთლები, 50 გრ მატიტელა. 2 ს/კ ნაკრებს დაასხით 2 ლ წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 30 წთ. ნახარში გამოიყენება საშოს გამოსარეცხად.
- 1 ს/კ მშრალი ცერცვეკალა ( მიწისზედა ნაწილი ) დააქუცმაცეთ, დაასხით 1 ჭ მდუღარე, მოათავსეთ წყლიან აბაზანაში 30 წთ. მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში, გაწურეთ ცხლად, გააგრილეთ 1 სთ - ის განმავლობაში. კვლავ გაწურეთ მრავალფენიან დოლბანდში. გამოიყენება საშოს გამოსარეცხად და ასევე მიიღება დასალევად 1/2 ჭ 3 - ჯერ დღეში.
- აიღეთ 1 ს/კ ასფურცელა, 1ს/კ კრაზანა, 1 ს/კ ფარსმანდუკი, დაასხით 2 ჭ მდუღარე წყალი, მოათავსეთ მჭიდროდ დახურული ჭურჭლით მდუღარე წყალში 15 წთ. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე, გამოიყენება თბილად, საშოს გამოსარეცხად.
- აიღეთ 1 ს/კ მუხის ქერქი, 1 ს/კ ტირიფი, 1 ს/კ ქრისტესისხლა, 1 ს/კ თავსისხლა, დააქუცმაცეთ და დაასხით 2 ჭ წყალი, ჩადგით წყლიან აბაზანაში 30 წთ. დააყენეთ 1 სთ. შეფუთული. გაწურეთ. გამოიყენება გამოსარეცხად 2 - 3 -ჯერ დღეში.
- სასარგებლოა ფიჭვის ტოტებისა და ფიჭვის ექსტრაქტების აბაზანები. 100 გრ ნედლეული ჩაყარეთ 10 ლ წყალში, 30 წთ გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე, დააყენეთ 1 სთ. აბაზანა მიიღება 2 - ჯერ კვირაში.
- საუკეთესო საშუალებაა კრაზანას ნაყენით საშოს გამორეცხვა 2 - 4 ს/კ კრაზანას დაასხით 2 ლ წყალი, ადუღეთ 20 წთ, გაწურეთ. კრაზანა უნდა შეგროვდეს მზის ჩასვლამდე.
- ანთებითი პროცესების და გამონადენის დროს ძროხის რძე აადუღეთ, გააგრილეთ, გამოიყენება საშოს გამოსარეცხად.