რა იწვევს საშოს გარსის ანთებას და რა საშუალებებს იყენებს ხალხური მედიცინა მის სამკურნალოდ.
კოლპიტი - საშოს ლორწოვანი გარსის ანთებაა. კოლპიტის განვითარებას ხელს უწყობს: ქრონიკული დაავადებები, საკვერცხეების ფუნქციის დარღვევა, პირადი ჰიგიენის წესების არასწორი დაცვა, შინაგანი სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესები, საშოს კედლის დაწევა, მწვავე ინფექციური დაავადებები, ანტიბიოტიკების არასწორად მიღება. საშოს ლორწოვანი გარსის ანთების გამომწვევია სტრეპტო და სტაფილოკოკი, ტრიქომონა, სოკო (კანდიდა ) და სხვა გამოწვევის დიაგნოსტირებისთვის საჭიროა საშოს მიკროფლორის გამოკვლევა, ლორწოვანიდან ნაცხის აღებით. მწვავე ფორმის დროს ავადმყოფები უჩივიან მენჯის არეში სიმძიმის შეგრძნებას. დამახასიათებელია უხვი ჩირქოვანი გამონადენი, წვა, გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი. განასხვავებენ რამდენიმე სახის კოლპიტს - ალერგიულს, ასაკობრივს, ემფიზემურს, სოკოვანს.
კოლპიტის მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევზე. დროული მკურნალობა იძლევა საუკეთესო შედეგს, თავიდან აგაცილებთ გართულებებს.
რეცეპტები კოლპიტის სამკურნალოდ:
კოლპიტის მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევზე. დროული მკურნალობა იძლევა საუკეთესო შედეგს, თავიდან აგაცილებთ გართულებებს.
რეცეპტები კოლპიტის სამკურნალოდ:
- ტრიქომონური კოლპიტის დროს, პირველ რიგში ტარდება საშოს სანაცია ( გასუფთავება ), შემდეგ მასში ღრმად უნდა შეიტანოთ ს/კ ჩაშაქრებული თაფლი, წაუსვით საშვილოსნოს ყელს, საშოს კედელს, მის შესასვლელს. პროცედურა უნდა ჩატარდეს ყოველდღე 10 - 15 დღის განმავლობაში. თავიდან შეიძლება აღინიშნოს ქავილი და წვა. შემდეგ უსიამოვნო შეგრძნებები გაქრება. ან საშოში მოათავსეთ თაფლიან წყალსხსნარში დასველებული დოლბანდის ტამპონი. 1 წილი თაფლი: 2 წილი წყალი გაიჩერეთ 24 სთ, აუცილებელია 15 - 20 პროცედურა. ტრიქომონური კოლპიტის მკურნალობა ტარდება თაფლით და მეტრონიდაზოლით, კომპლექსურად. სამკურნალოდ ყველაზე კარგია ცაცხვის, კაკლის, ბეგქონდარას ყვავილებისგან დამზადებული თაფლი.
- საშოს ლორწოვანი გარსისა და საშვილოსნოს ყელის ანთების დროს კარგი ეფექტი აქვს დინდგელის აბაზანებს. 10 პროცენტიანი დინდგელის წყალხსნარი ან დინდგელის სპირტიანი ნაყენი. 20 მლ 5 ლ წყალზე. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 38 - 39 გრადუსი აბაზანის მიღების ხანგრძლივობა 20 - 30 წთ, დღეგამოშვებით. მკურნალობის კურსი 10 - 12 პროცედურა.
- შუშის ჭურჭელში მოამზადეთ 3 % - იანი დინდგელის სპირტიანი ხსნარი ( ეთილის სპირტით ) მიღებულ ნაყენში დაასველეთ ბამბა, გაიკეთეთ ტამპონი 1 - ჯერ დღეში, ყოველდღე 7 - 10 დღე.
- 100 გრ სამედიცინო ვაზელინი ან ღორის მუცლის ქონი მოათავსეთ ემალირებულ ჭურჭელში. მიიყვანეთ ადუღებამდე და გააცივეთ 50 - 60გრადუსამდე. ჩაყარეთ 10 გრ დაქუცმაცებული დინდგელი, ურიეთ 10 წთ - ის განმავლობაში, შეაცხელეთ 70 - 80 გრადუსზე, ცხლად გაფილტრეთ დოლბანდში, გაფილტრული მასა გააგრილეთ მუდმივი მორევით, კეთდება ტამპონი ყოველდღე, საშოს სეკრეტიდან გაწმენდის შემდეგ, კურსი 10 - 15 დღე. ტამპონი უნდა გაჩერდეს მთელი დღე.