ტრიქომონადური და სოკოვანი ვაგინიტის მკურნალობის ხალხური საშუალებები.

ტრიქომონადური და სოკოვანი  ვაგინიტის მკურნალობის ხალხური საშუალებები.
ვაგინიტი- საშოს ლორწოვანი გარსის ანთებაა. ხშირად დაერთვის გარეთა სასქესო ორგანოების ანთებაც ( ვულვოვაგინიტი ). ვითარდება საშოში სხვადასხვა მიკრობისა და პარაზიტის ( ჰონოკოკის, კუდმახვილას, ტრიქომონების, სტაფილოკოკის ) მოხვედრის შედეგად.
ვაგინიტის გამომწვევი ფაქტორებია საშოს ლორწოვანი გარსის ხანგრძლივი გაღიზიანება, ზოგადი ქრონიკული დაავადებანი, საკვერცხეების ფუნქციის დარღვევა, პირადი ჰიგიენური წესების დაუცველობა. მის წარმოქმნას ხელს უწყობს აგრეთვე შინაგანი სასქესო ორგანოების დაავადება ან საშოს ტრამვა ( მექანიკური, თერმული, ქომიური ), საშოს კედლების დაწევა, ანტიბიოტიკების გამოყენება. მოხუცებულობის ვაგინიტი შეიძლება განვითარდეს ასაკობრივ ცვლილებებთან დაკავშირებით. ინტენსიური კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია დაავადების გამომწვევზე, ორგანიზმის დამცავ ძალებსა და ავადმყოფის ასაკზე. ზოგჯერ დაავადებულის ერთერთი ჩივილია ტკივილები სქესობრივი აქტის დროს. ვაგინიტის მიზეზების დასადგენად აუცილებელია ქსოვილებისა და საშოდან გამოყოფის ბაქტრიოსკოპული და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.

ტრიქომონადური ვაგინიტი- გამოწვეულია შარდსასქესო სისტემის სხვადასხვა ნაწილში ტრიქომონადების შეჭრით; ხასიათდება უხვი ჩირქოვანი, ქაფიანი გამონადენებით საშოდან, რასაც თან ახლავს გარე სასქესო ორგანოების წვა და ქავილი.

სოკოვანი ( მიკოზური ) ვაგინიტი - წარმოიქმნება საშოში სხვადასხვა სოკოს, უფრო ხშირად საფუარის სოკოს შეჭრით. დაავადების სიმპტომებია ქავილი და წვა საშოში, ჩირქოვანი გამონადენი. ვაგინიტით დაავადებულები იმყოფებიან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ სრულ გაჯანსაღებამდე.
განკურნება ხშირად მიიღწევა ტამპონის ერთჯერადი შეყვანით, რომელიც უნდა გაჟღინთოთ ბორაკის გლიცერიან ხსნარში. ტამპონს იშორებენ 8-12 სთ-ის შემდეგ.
შეიძლება გამოვიყენოთ შესხურება:
  1. 1 ჩ/კ წმინდა სოდა 1 ლ თბილ წყალზე;
  2. სალბით;
  3. მუხის ქერქით;
  4. გვირილათი;

არასპეციფიკური ანთებითი დაავადებების ხალხური საშუალებებით მკურნალობა

ძაღლმაყვალა. დაასხით 50 გრ მშრალ დაქუცმაცებულ ფოთლებს 1 ლ ადუღებული წყალი, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. ნაყენი გამოიყენეთ შესასხურებლად საშოს ქრონიკული ანთებისას და ტკივილების დროს.

ნაკრები
  • სამკურნალო გვირილის ყვავილედი - 5 წილი, ტყის ბალბის ყვავილები - 2 წილი, სამკურნალო სალბის ფოთოლი - 3 წილი, კაკლის ფოთოლი - 5 წილი, ყუნწიანი მუხის ქერქი - 2 წილი.
    2 ს/კ ნაერთს დაასხით 1 ლ ანადუღარი წყალი, ადუღეთ წყლის აბაზანაში 30 წთ, გააგრილეთ და გაწურეთ. გამოყენება შესასხურებლად და ვაგინალური ტამპონებისთვის ტკივლების დროს.

  • მრავალძარღვას ბალახი, სამკურნალო გვირილის ყვავილედი - თანაბრად. 2 ს/კ ნაერთს დაასხით 0,5 ლ ადუღებული წყალი, დააყენეთ 1 სთ. გამოიყენეთ ტკივლების დროს დილას და საღამოს შესასხურებლად.

    ტრიქომონადური და სოკოვანი ვაგინიტის მკურნალობის ხალხური საშუალებები

    ხახვი. სწრაფად გახეხეთ ხახვი სახეხელზე. გახეხილი მასა დაადეთ დოლბანდის ნაჭერს ზომით 10x10 სმ, შეახვიეთ, მოათავსეთ საშოში 8-10-12 სთ-ით ( ინდივიდუალურად ), გამოიყენება საშოს ლორწოვანი გარსის ტრიქომონადური ანთებისას. თუ ავადმყოფს დიდი მგრძნობელობა აქვს ხახვისადმი, ტამპონები წინასწარ უნდა დაასველოთ სითხით, რომლის შემადგენლობაშიც იქნება გულყვითელა ( კალანდულა ).

    ნიორი. გახეხეთ ნიორი წვრილ სახეხზე, აიღეთ დოლბანდის ნაჭერი ზომით 10x10 სმ, დააადეთ მასზე ახალგახეხილი ნივრის ფაფა, გაბანტეთ და მოათავსეთ საშოში. გააჩერეთ დღეში 3-4 სთ-ის განმავლობაში, შეგიძლიათ უფრო მეტი დროითაც. გამოიყენეთ ტრიქომონადური ვაგინიტისას.
  • სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
    სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური