სახლში დამზადებული წამალი, რომელიც განგკურნავთ სოკოვანი ინფექციისგან!

სახლში დამზადებული წამალი, რომელიც განგკურნავთ სოკოვანი ინფექციისგან!
თავადაც არ ვიცი, სად შემეყარა სოკოვანი ინფექცია. კიდევ კარგი, მეგობარმა დროზე მასწავლა მისგან თავის დახსნის საშუალება, თორემ ალბათ ვერ ავცდებოდი იმ უსიამოვნებებს, რომლებიც ამ ინფექციას ახლავს თან.
ზაფხულში სოკოთი ინფიცირების ალბათობა იზრდება, ამიტომ გასწვალით, როგორ დაიცვათ მისგან თავი:

წამლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ინგრედიენტები:
  • ნიორი 1 - 2 თავი
  • ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი 3/4 ჩ/ჭ
  • ევკალიპტის ზეთი ან გლიცერინი 2 - 3 წვეთი


მომზადების და გამოყენების წესი:

წვრილად დაჭერით 1 - 2 თავი ნიორი, ჩაყარეთ მოზრდილ ჭურჭელში, ნელ - ნელა დაამატეთ 3/4 ჩაის ჭიქა ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი და 10 დღით დადგით მზეზე. ურიეთ დღეში 2 - 3 - ჯერ. მეთერთმეტე დღეს გაფილტრეთ, დაამატეთ 2 - 3 წვეთი ევკალიპტის ზეთი ან გლიცერინი, გადაასხით მინის მუქ ბოთლში, კარგად დაახურეთ თავზე და 1 თვით შედგით მაცივარში. ერთი თვის შემდეგ წამალი მზად არის და შეგიძლიათ, სოკოთი დაზიანებულ ადგილებზე წაისვით.
თუ წამალი არ გაქვთ, მაგრამ ინფექციის ნიშნებს უკვე ამჩნევთ, შეგიძლიათ, დაზიანებულ ადგილებზე ლიმონის წვენი ან ნივრისა და ნაღების კარაქის ნარევი თანაფარდობით 1:1 წაისვათ.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:ოჯახის მკურნალის ბიბლიოთეკა