თუ შარდში გაქვთ ცილები, მარილები და ლეიკოციტები, მათ სამკურნალოდ უებარი საშუალებაა ამ მცენარის ნახარში.
იმ შემთხვევაში, თუ თირკმელში ან ნაღვლის ბუშტში არ არის კენჭები და შარდში გაქვთ მხოლოდ ცილები, მარილები, ლეიკოციტები, უებარი საშუალებაა მაყვლის ძირების ( ფესვების ) ან ფოთლების ნახარში.
ნახარშის მომზადების წესი:
დაახლოებით, ორ მუჭა მაყვლის ფესვებს ან ფოთლებს ( უმჯობესია ფესვები ) დაასხით 3 ლიტრი ცივი წყალი, ნელ ცეცხლზე ადუღეთ მანამ, სანამ სითხე არ დავა 2 ლიტრამდე. მიღებული ნახარში შეფუთეთ და დააყოვნეთ 24 საათი. შემდეგ გაწურეთ და ჩაასხით მინის ჭურჭელში.
მიღების წესი:
ნაყენი მიიღეთ 1/2 ჭიქა, ანუ 100 გრამი დღეში 3 - ჯერ, ჭამიდან ერთი საათის შემდეგ. ამ ნორმის დამთავრების შემდეგ შეისვენეთ 1 თვე. შემდეგ შეგიძლიათ ისევ გაიმეოროთ.
ექიმის კომენტარი:
მაყვალი მდიდარია ორგანული მჟავებით, არომატული ნაერთებით, უჯრედისით, B ჯგუფის ვიტამინებით, ასკორბინის მჭავით ( C ვიტამინი ) და A პროვიტამინით ( კაროტინი ). გარდა ამისა, მასში ბევრია კალიუმის მარილები, სპილენძი და მანგანუმი.
მაყვალს აქვს სიცხის დამწევი და ანთებსაწინააღმდეგო ეფექტი. რის გამოც იგი გამოიყენება რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ. მისი ფოთლებისა და ნაყოფის ნაყენი ძლიერი ოფლმდენი და შარდმდენი საშუალებაა. გადამწიფებული ნაყოფი მსუბუქი საფაღარათო თვისებით ხასიათდება. სავარაუდოა, რომ მკითხველის მიერ აღწერილი ხერხი საშარდე გზების ანთებითი დაზიანების დროს გამოიყენება.