არავითარი მედიკამენტები! უმკრუნალეთ დიარეას ( კუჭის აშლილობას ) ბუნებრივი, საუკეთესო საშუალებებით.
დიარეა (კუჭის აშლილობა ) გულისხმობს ნაწლავთა გახშირებულ მოქმედებას - დღე-ღამეში 2-3-ზე მეტ დეფეკაციას თხიერი ან ფაფისმაგვარი განავლით.
დიარეას უმეტესად ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია და საკვებით მოწამვლა იწვევს. მედიკამენტურ მკურნალობაზე გაცილებით ეფექტურად გამოიყენება ტრადიციული მედიცინის რეცეპტები:
დიარეას უმეტესად ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია და საკვებით მოწამვლა იწვევს. მედიკამენტურ მკურნალობაზე გაცილებით ეფექტურად გამოიყენება ტრადიციული მედიცინის რეცეპტები:
- კარგი საშუალებაა გამხმარი მოცვი. 4 ჩაის კოვზ გამხმარ მოცვს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ანადუღარი წყალი და გააჩერეთ 8 საათი. დაალევინეთ ავადმყოფს დღეში 3- ჯერ. შეგიძლიათ გამხმარი მოცვისგან გააკეთოთ კისელი და მისცეთ ავადმყოფს, როგორც სამკურნალო საშუალება.
- დიზენტერიისა და სხვადასხვა ხასიათის ფაღარათობის დროს ხალხური მედიცინა იყენებს მარწყვბალახის გამხმარ ფესვებს. ემალის ქვაბში ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული გამხმარი ფესვები, დაასხით 1 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში, გააცივეთ, გაწურეთ და მიეცით ავადმყოფს სუფრის კოვზით 6 - ჯერ დღეში.
- კუჭის აშლილობის დროს კარგი საშუალებაა მცენარე თავშავას ნახარში. მას ახასიათებს ანთებისა და მიკრობსაწინააღმდეგო მოქმედების უნარი. ერთ მუჭა დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთი, გააცივეთ, გაწურეთ . მიეცით ავადმყოფს ღვინის ჭიქით 3 - ჯერ დღეში.
- 3 – 4 ცალ ბროწეულის გამხმარ კანს დაასხით 0,5 ლ წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 – 20 წუთი. გააცივეთ, გაწურეთ. მიეცით ავადმყოფს ღვინის ჭიქით 3 - ჯერ დღეში. იგი უებარი შემკვრელი საშუალებაა დიზენტერიისა და ენტეროკოლიტის დროს.
ფაღარათის დროს დალიეთ ძალიან მარილიანი ერთი სირჩა არაყი და თავს კარგად იგრძნობთ.
- 200 გრ კაკლის უღელს დაასხით იმდენი სპირტი , რომ მას ფარავდეს. გააჩერეთ ერთი კვირა და გაწურეთ. მიიღეთ 6 – 10 წვეთი, დღეში 3 – 4 - ჯერ. იგი დიდხანს ინახება მაცივარში.
- ერთ ჩაის ჭიქა ბრინჯს დაასხით 6 – 7 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ დიდხანს, ბრინჯის კარგად მოხარშვამდე. გაწურეთ და მიიღეთ ნახარში წვენი ორი სუფრის კოვზის რაოდენობით, ყოველ ორ საათში (შემთბარი ). იგი უებარი საშუალებაა კუჭის აშლილობის დროს.