საუცხოო წამალი! რომელიც შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.
შარდკენჭოვანი დაავადებისას - მოხარშულ შვრიას გამოაქვს კენჭები შარდის ბუშტიდან. გირჩევთ ამ დაავადების დროს სვათ ჩენჩოიანი შვრიის ნახარში დაახლოებით ორი თვე. გარკვეული დროის შემდეგ კენჭები დაიშლება და შარდში ქვიშის სახით იწყებს გამოსვლას.
ამის შემდეგ ყოველთვე 5 დღის განმავლობაში შეგიძლიათ სვათ ეს საუცხოო წამალი:
ამის შემდეგ ყოველთვე 5 დღის განმავლობაში შეგიძლიათ სვათ ეს საუცხოო წამალი:
- 5 ლ წყალზე აიღეთ ჩენჩოიანი შვრიით სავსე ლიტრიანი. ქილა, გარეცხეთ და ჩაყარეთ ქვაბში წყალთან ერთად; მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 40 წთ. გააცივეთ, გაწურეთ და სვით - რაც მეტს დალევთ, მით უკეთესია.
- შარდკენჭოვან დაავადებას და ცისტიტს შველის წითელი მოცვი. გაზაფხულზე უნდა მოიმარაგოთ მისი სამკურნალო ფოთლები. ისინი ხელით უნდა მოიკრიფოს და მათი შენახვა სამ წლამდე შეიძლება. ნახარში წითელი მოცვის ფოთლებისაგან ასე მზადდება:
1 ს/კ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი მომინანქრებულ პატარა ქვაბში, დაახურეთ სახურავი და გააცხელეთ წყლის აბაზანაში; შემდეგ გააცივეთ და გაწურეთ, ნედლეულის გამოწნეხით. შემდეგ დაუმატეთ ანადუღარი წყალი თავდაპირველ მოცულობამდე. მზა ნახარში შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში არა უმეტეს ორი დღე - ღამისა.
ნახარში უნდა მიიღოთ ჭიქის მესამედი 2 - 3-ჯერ დღეში. ეს ნახარში აგრეთვე ძალზე სასარგებლოა არა მხოლოდ შარდკენჭოვანი დაავადების პროფილაქტიკისათვის, არამედ როგორც ცისტიტის, ასევე გაციების, ავიტამინოზის დროსაც; ის გამოდევნის მუცლის ჭიებსაც ორგანიზმიდან. მაგრამ ხანგრძლივად მიღება არ შეიძლება . მას შეუძლია ამავე დროს გამაღიზიანებლად იმოქმედოს თირკმელებზე.
უკეთესია, თუ კურსს ჩაიტარებთ ორ -ორ კვირას, შუალედებში თითო კვირის შესვენებებით.