რა შეიძლება მოვამზადოთ პურისგან? პასუხი გამოცდილ კულინარებსაც კი გააოცებთ
ალბათ არასოდეს გიფიქრიათ რომ დაძველებული პურისგან ძალიან გემრიელი კერძს მომზადებაა შესაძლებელი. კერძის მომზადებას, რომლის რეცეპტსაც გთავაზობთ, სულ რაღც 30 წუთი დასჭირდება და ძალიან გემრიელია.
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- პური- 700გ
- პარმეზანი- 80გ
- ზეითუნის ზეთი- 50 მგ
- პომიდორი ჩერი- 10ცალი
- მოცარელა- 200გ
- დაფქული შავი წიწაკა- გემოვნებით
- კვერცხი- 2ცალი
- რძე- 300 მგ
- ქათმის ფილე- 150გ
- ორეგანო- 1ჩ.კ
- მარილი- გემოვნებით
- პური დაჭერით პატარა ნაჭრებად და ჩაყარეთ ღრმა ჯამში. დაუმატეთ კვერცხი, მარილი და პილპილი. პარმეზანი გახეხეთ წვრილ სახეხზე. 40 გ ყველი დაუმატეთ კვერცხისა და პურის მასას.
- გაათბეთ რძე, არ აადუღოთ და დაასხით პურის მასას. კარგად აურიეთ.
- ტაფაზე წასუვით კარაქი. პურიანი მასა გაყავით ორ ნაწილად. ერთი ნაწილი გადაიტანეთ ტაფაზე.
- დაჭრილი ხორცი მოაყარეთ ტაფაზე განთავსებულ ცომის მასას.
- პომიდვრები გაჭერით 4 ნაწილად და შემდეგ ფენად დააწყვეთ ტაფაზე. მოაყარეთ ორეგანო და დაასხით ზეითუნის ზეთი. კვლავ მოაყარეთ 40 გ პრამეზანი.
- მოცარელა დაჭერით თხელ ფენებად და დააწყვეთ პარმეზანზე. დარჩენილი პურის მასა, ზედა ფენად გამოიყენეთ.
- ღვეზელი აცხვეთ დაბალ ცეცხლზე სანამ მისი ძირი ოქროსფერი არ გახდება.. შემდეგ ამოაბრუნეთ და მეორე მხრიდან შეწვით.