როგორ მოვამზადოთ სამარხვო კარტოფილის რულეტი სოკოთი და სტაფილოთი

როგორ მოვამზადოთ სამარხვო კარტოფილის რულეტი სოკოთი და სტაფილოთი
სოკო, სტფილო, ხახვი - ამ პროდუქტების შეხამება გულსართში არა მხოლოდ გემრიელია, არამედ სასარგებლოც. დაუმატეთ ცოტაოდენი ქათმის ხორცი, თუ მარხვაზე არ ხათ და კერძი კიდევ უფრო ნოყიერი და გემრიელი გამოვა.

საჭირო მასალა:

  • კარტოფილი 1 კგ
  • ქამა სოკო 350 გ
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • მწვანილი 1 კონა
  • სახამებელი 3 ს/კ
  • სტაფილო 2 ცალი
  • ზეთი 1 ს/კ
  • ხახვი 1 თავი


მომზადების წესი:

  1. მოხარშეთ კარტოფილი მარილწყალში, გადაუღვარეთ წყალი. ჩაჭყლიტეთ პიურეს მასის მირებამდე, დაუმატეთ ფქვილი და ს ახამებელი, აურიეთ და გააგრილეთ.
  2. ხახვი დაჭეით კუბიეკბად, სტაფილო გახეხეთ. მოხრაკეთ ბოსტნეული 3 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ ხახვსა და სტაფილოს სოკო, მარილი და პილპილი გემოვნებით და ხრაკეთ საშუალო ცეცხლზე სოკოს მომზადებამდე.
  3. გადაიტანეთ კარტოფილი მასა პერგამენდაფენილ გამოსაცხობ ფირფიტაზე და გაასწორეთ ხელით.
  4. ცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში.
  5. დაბრაწულ კარტოფილზე გაანაწილეთ სოკოს გულსართი. კარტოფილის ფირფიტა ფრთხილად გადაახვიეთ რულეტად, მოაცალეთ ასევე ფრთხილად პერგამენტი. რულეტის ზედაპირს წაუსვით ზეთი და კვლავ მოათავსეთ ღუმელში 15 წუთით.

გემრიელად მიირთვით!