როგორ მოვამზადოთ სამარხვო კარტოფილის რულეტი სოკოთი და სტაფილოთი?
თუ გგონიათ, რომ რულეტების მომზადება საკმაოდ ძნელია, ეს რეცეტი ამ მითს დაგინგრევთ. გარდა იმისა რომ ადვილად მოსამზადებელი, ეს რულეტი სამარხვოა და თან ძალიან სასარგებლო. თუკი სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ ჩამოთვლილ ინგრედიენტებში შემწვარი ქათმის ხორცი შეურიოთ.
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- კარტოფილი- 1 კგ
- ქამა სოკო- 350გ
- მარილი- გემოვნებით
- მწვანილი- 1 კონა
- სახამებელი- 3ს.კ
- ფქვილი- 3ს.კ
- სტაფილო- 2ცალი
- დაფქული შავი წიწაკა- გემოვნებით
- მცენარეული ზეთი- 1ს.კ
- ხახვი- 1 თავი
- კარტოფილი მოხარშეთ მარილიან წყალში. გააკეთეთ პიურე, დაუმატეთ ფქვილი და სახამებელი. კარგად აურიეთ ერთმანეთში.
- ხახვი დაჭერით, ხოლო სტაფილო გახეხეთ. შემდეგ კი ხელით ზილეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. დაუმატეთ დაჭრილი ქამა სოკო, მარილი და პილპილი. მოთუშეთ მანამ, სანამ სოკო არ მომზადდება.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი, გაანაწილეთ პიურე და აცხვეთ 15- 20 წუთით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. შემდეგ მოათავსეთ მთლიან ფენაზე სოკოს მასა და გადაახვიეთ რულეტივით. დატოვეთ ღუმელში კიდევ 15 წუთით.