ალუბლის და ხაჭოს ტორტი გრამი ფქვილის გარეშე! არასოდეს მომიმზადებია ასეთი მარტივი და გემრიელი დესერტი!

ალუბლის და ხაჭოს ტორტი გრამი ფქვილის გარეშე! არასოდეს მომიმზადებია ასეთი მარტივი და გემრიელი დესერტი!
ხაჭოს დესეტები ყოველთვის იყო და იქნება ბავშვობის საყვარელი ტკბილეული. ზოგს მისი მირთმევა არაჟნით უყვარდა, ზოგს კი მურაბით. მაგრამ დრო გადის და რეცეპეტებიც იცვლება, უფრო იხვეწება. გთავაზობთ ხაჭოს დესერტის გემრიელ, ნაკლებად კლასიკურ ვარიანტს ალუბლით.

საჭირო მასალა:

  • კრეკერები 100 გ
  • კარაქი 60 გ
  • ლიმონის წვენი 1 ს/კ
  • წყალი 2 ჩ/კ
  • ნაღების ყველი 300 გ
  • ვანილის ექსტრაქტი 1 ჩ/კ
  • ალუბალი 200 გ
  • სახამებელი 1 ს/კ
  • შავი შოკოლადი 300 გ
  • შაქრის პუდრა 60 გ
  • ნაღები 1 255 მლ


მომზადების წესი:

  1. გაახურეთ ღუმელი 160 გ-სზე. მოამზადეთ გამოსაცხობი ფორმა. იდეალური იქნება სწორკუთხა მაღალ კიდეებიანი ფორმა 10/30-ზე სმ-ით და სიგანეში 21 სმ დიამეტრით.
  2. 1 ს/კ კოვზი შაქარი და კრეკერები დააბლენდერეთ. უნდა მიიღოთ წმინდა, ფხვიერი მასა.
  3. გაადნეთ კარაქი და დაუმატეთ კრეკერების მასას. კვლავ კარგად ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  4. გადაიტანეთ მიღებული მასა მომზადებულ ფორმაში და გაანაწილეთ ფსკერზე. კარგად ჩატკეპნეთ და მოათავსეთ ღუმელში 15-20 წუთით. მზა ბისკვიტი გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.
  5. აიღეთ პატარა ქვაბი. მასში აურიეთ 1,5 ს/კ შაქარი, 150 გ უკურკო ალუბალი, ლიმონის წვენი და წყალი. დადგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე და ურიეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება.
  6. როგორც კი შაქარი გადნება, დაუმატეთ სახამებელი და კვლავ კარგად მოურიეთ. ასე მასა სწრაფად გასქელდება. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და გააცივეთ.
  7. მოამზადე ხაჭოს გულსართი. ათქვიფეთ მიქსერით ნაღების ყველი, ვანილის ექსტრაქტი და შაქრის პუდრა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  8. ათქვიფე 225 მლ ნაღები (35 %-იანი) და ფრთხილად შეურიეთ ყველის მასას.
  9. დაუმატეთ მიღებული ყველისა და ნარების მასა ალუბლიან მასას, ასევე დაუმატეთ 150 გ გამდნარი შოკოლადი და კარგად აურიეთ.
  10. აიღეთ კრეკერების ბისკვიტი და გაანაწილეთ მასზე ყველისა და ალუბლის მზა გულსართი. მოათავსეთ მაცივარში 3 საათით. უკეთესია, მთელი ღამით.
  11. მოამზადეთ შოკოლადის განაში. დადგით ქვაბით 1 000 მლ ცხიმიანი ნაღები დაშუალო ცეცზლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუმატეთ ნაღებს 150 გ შოკოლადი. ურიეთ, სანამ შოკოლადი მთლიანად არ გადნება და ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
  12. გადმოდგით განაში ცეცხლიდან და ოდნავ შეაგრილეთ, შემდეგ კი მოასხით ხაჭოს ტორტს.
  13. მორთეთ ტორტი უკურკო ალუბლებით და კვლავ მოათავსეთ 1 საათით მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!