კლასიკური ქაფქეიქები

კლასიკური ქაფქეიქები
fpaparazzi კიდევ ერთი გემრიელი, მარტივი და ბევრისთვის საყვარელი დესერტის კლასიკურ ვარიანტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:
  • კარაქი-200 გ
  • შაქარი- 1 ჭიქა
  • კვერცხი- 2-3 ცალი
  • ფქვილი- 200გ
  • რძე- 0,5 ლ
  • გამაფხვიერებელი- 1ჩ.კ
  • ვანილი

გასაფორმებლად:
  • შაქრის პუდრა- 100გ


მომზადების წესი:
1. კარაქი გაადნეთ, დაუმატეთ შაქარი და კარგად ათქვიფეთ
2. შემდეგ დაუმატეთ კვერცხი და აურიეთ.
3. ცალკე ჯამში ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, ვანილი დაგამფხვიერებელი.
4. შემდეგ მშრალ ინგრედიენტებს დაუმატეთ თხევადი და კარგად აურიეთ
5. დაუმატეთ მიღებულ მასას რძე. უნდა მიიღოთ არაჟნის კონსისტენციის მასა.
6. ცომი გაანაწილეთ ფორმებში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20- 30 წუთით.
7. როდესაც კექსები შეგრილდება, თავზე მოაყარეთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით