ხაჭოს ტორტი გამოცხობის გარეშე

ხაჭოს ტორტი გამოცხობის გარეშე
fpaparazzi საახალწლოდ შესანიშნავი, მარტივი დესერტის რეცეპტს გთავაზობთ!

საჭირო მასალა:
  • ხაჭო 400 გ
  • შაქარი 200 გ
  • არაჟანი 400 გ
  • კარაქი 150 გ
  • ფხვიერი ნამცხვარი („პეჩენია) 200 გ
  • ჟელატინი 2 შეკვრა
  • შოკოლადი 100 გ
  • ნაღები 75 მლ


მომზადების წესი:
1. დააბლენდერეთ ფხვიერი ნამცხვარი. კარაქი გაადნეთ და შეურიეთ დაფხვნილ მასას.
2. ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი (ამოჭერით ფორმის დიემატრი).
3. ჩატკეპნეთ ფხვიერი ნამცხვრის მასა კარგად და მოათავსეთ მაცივარში.
4. ამასობაში მოამზადეთ ხაჭოს ორფერი მასა.
5. ამისათვის სხვადასხვა ჯამში ჩაყარეთ თითო პაკეტი ჟელატინი და დაალბეთ წყალში შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის თანახმად.
6. დააბლენდერეთ ხაჭო, შაქარი და არაჟანი და გაანაწილეთ ორ თანაბარ ნაწილად.
7. თითოეულში აურიეთ დამბალი ჟელატინები.
8. გაადნეთ შოკოლადის ფილა შეურიეთ ნაღები და კარგად ათქვიფეთ.
9. ხაჭოს ერთ მასაში აურიეთ შოკოლადისა და ნაღების მასა.
10. თქვენ მიიღებთ ორფერ გულსართს.
11. ახლა გამოიღეთ ფორმა მაცივრიდან და მორიგეობით დაასხით თეთრი და შოკოლადის მასა. გააკეთეთ ხის ჩხირით ორნამენტი, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
12. შედგით ტორტი კვლავ მაცივარში რამდენიმე საათით ან უმჯობესია მთელი ღამით.

გემრიელად მიირთვით!