უნგრეთიდან ჩამოვიტანე კერძის რეცეპტი, რომლის გარეშეც არც ერთ ზაფხულს არ ვხვდები
ყველა დიასახლისს აქვს კულინარიულ წიგნში ჩანიშნული რეცეპტი, რომლის გარეშეც არც ერთ სეზობს არ ტოვებს. ჩემთვის ასეთია ბობრაწულა პომიდვრებითა და ფარშით. ამჯერად გადავწყვიტე ის თქვენც გაგიზიაროთ.
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- მცენარეული ზეთი- 2ს.კ
- კვერცხი- 4ცალი
- ხმელი ქინძი- 2მწიკვი
- ნაღები- 120 მგ
- მანი- 3 ს.კ
- ფქვილი- 160 გ
- მარილი- გემოვნებით
- ბაზილიკი- 1კონა
- კარაქი- 120გ
- წყალი- 3ს.კ
- კურკუმა- 2 მწიკვი
- ხორცი- 250გ
- ხახვი- 2თავი
- პომიდორი- 9 ცალი
- დაფქული შავი წიწაკა- გემოვნებით
- ხახვი გაასუფთავეთ და დაჭერით კუბებად. შემდეგ კი ზეთში მოთუშეთ.
- ხახვი გაატარეთ ხორცსაკეპში და აურიეთ ხახვი
- მოთუშეთ ხორცი და ხახვი ერთად 15 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. შემდეგ კი ხმელი ქინძი. შემდეგ მიღებული მასას აცადეთ გაგრილება.
- კარაქი გახეხეთ. 20 გრამი დატოვეთ საცხობ ფორმაზე წასასმელად.
- მოზილეთ ცომი. ამისათვის ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, კარაქი, 1კვერცხის გული, 3ს.კ წყალი და 1 მწიკვი მარილი. მიღებული ცომი შედეთ მაცივარში ნახევარი საათით.
- კვლავ მიუბრუნდით ფარშს. დაუმატეთ 1 კვერცხის გული, 3 ს.კ მანი, 1 ს.კ ნაღები და კარგად აურიეთ.
- პომიდორს მოაჭერით თავები და თავდაყირა დააწყვეთ რათა ზედმეტი სითხისგან დაიცალოს.
- ბაზილიკი გარეცხეთ. ათქვიფეთ 2 კვერცის ცილა, ნაღები და 2 კვერცხი. დაუმატეთ მარილი, ბაზილიკი და კურკუმა. კარგად აურიეთ.
- საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი. ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და გააბრტყელეთ ფორმის ზომაზე.
- პომიდვრები ამოავსეთ ფარშით და დააწყვეთ ფორმაზე თავდაყირა. მოასხით კვერცისა და ნაღების მასა.
- გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე და აცხვეთ 30 წუთით.