ტარხუნის ღვეზელის უგემრიელესი რეცეპტი
მომზადების დრო- 130 წთ, პორციების რაოდენობა- 8-10, მომზადების სირთულე- საშუალო
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- ფქვილი-800გ
- მაწონი- 500მგ
- კვერცხი- 1 ცალი
- კარაქი- 100გ
- სოდა- 1,5 ჩ.კ
- შაქარი- 1ჩ.კ
- მარილი 1 ჩ.კ
- ტარხუნა- 250- 300გ
- მწვანე ხახვი- 150- 200გ
- კვერცხი- 2-3 ცალი
- მცენარეული ზეთი- 150გ
- მარილი
- დაფქული წიწაკა
- კარაქი
- 1 კვერცხის გული
- არაჟანი- 2 ს.კ
- მოზილეთ ცომი. ჩაასხით ჯამში მაწონი, დაუმატეთ კვერცი, სოდა, მარილი და შაქარი. აურიეთ ერთმანეთში და შეაზილეთ ფქვილი. ბოლოს დაუმატეთ ცოტა მცენარეული ზეთი. მოზილეთ ზომი და დადგით თბილ ადგილას ამოსაფუებლად.
- ხახვი დაჭერით, ტარხუნას კი მოაშორეთ ღეროები.
- ტაფა გაათბეთ, წაუსვით კარაქი და დაჭრილი ხახვისა და ტარხუნის ფოთლები 5-7 წუთის განმავლობაში მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ დაუმატეთ პილპილი და მარილი. აურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
- კვერცხი მოხარშეთ. გააცივეთ, გაარჩიეთ და დაჭერით კუბებად.
- ამოფუებული ცომისგან გააკეთეთ გუნდები. თითოეული მათგანი გააბრტყელეთ, შუაგულში მოათავსეთ გულსართი და შეკარით.
- ღვეზელს ზემოდან წაუსვით ერთმანეთში არეული არაჟანი და კვერცხის გული.
- აცხვეთ 180- 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20- 25 წუთის განმავლობაში.