ცივი დესერტი მხოლოდ 4 ინგრედიენტისგან. ყოველთვის ვამზადებ მეტს, რათა მარტივად გავუმკლავდე ცხელ დღეებს...

ცივი დესერტი მხოლოდ 4 ინგრედიენტისგან. ყოველთვის ვამზადებ მეტს, რათა მარტივად გავუმკლავდე ცხელ დღეებს...
შერბეთი - გემრიელი აღამოსავლური დესერტია, რომლის მომზადებაც შინ, მარტივად შეგვიძლია. რადგანაც კენკრის სეზონია, ავირჩიოთ მთავარ ინგრედიენტად მარწყვი და მოავმზადოთ სულ რაღაც 20 წუთში გემრიელი დესერტი.

საჭირო მასალა:

  • მარწყვი 500 გ
  • არაყი 1 ს/კ
  • თაფლი 80 გ
  • ლიმონი 1 ცალი


მომზადების წესი:
  1. გარეცხეთ მარწყვი და მოაცალეთ ყუნწები. დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. იმისათვის, რომ წიბწებისგან გაათავისუფლოთ მასა, გაატარეთ მარწყვის პიურე წმინდა საცერში.
  3. ცალკე ჭურჭელში ერთმანეთში აურიეთ 1 ლიმონის წვენი, თაფლი და არაყი.
  4. დაუმატეთ თაფლის მასას მარწყვის პიურე და კარგად აურიეთ.
  5. გადაიტანეთ მიღებული მასა კონტეინერში, დაახურეთ ჰერმეტულად და მოათავსეთ მაცივარში მინიმუმ 3 საათით.
  6. შემდეგ გამოიღეთ დესერტი მაცივრიდან, აურიეთ ხელის ზამბარით, რომ მიიღოთ ყინულის პატარა ნაწილაკებიანი მასა.

გემრიელად მიირთვით!