მარწყვი ბავარიულ კრემში

მარწყვი ბავარიულ კრემში
fpaparazzi წარმოგიდგენთ საოცარ საზაფხულო დესერტს - მარწყვი კრემში, თანაც ჩვეულებრივ კრემში კი არა - ბავარიულში.
საჭირო მასალა:
  • 7-8 გ ჟელატინი
  • 500 გ მარწყვი
  • 100 გ შაქრის პუდრა
  • 250 მლ 30 %-იანი ნაღები

მომზადება:
დაალბეთ ჟელატინი წივ წყალში.
გაარჩიეთ მაწყვი, გარეცხეთ და გააშრეთ. 350 გ მარწყვი დააბლენდერეთ. 100 გ მარწყვის პიურე გაანაწილეთ 200-250 მლ-იან ჭიქებში.
პატარა ჯამში ერთმანეთში აურიეთ დარჩენილი მარწყვის პიურე,და შაქრის პუდრა, დადგით საშუალო ცეცხლზე და ურიეთ, არ მიიყვანოთ ადუღებამდე.
გადმოდგით ჯამი ცეცხლიდან. დამბალი ჟელატინი დაუმატეთ მარწყვის ცხელ პიურეში, კარგად აურიეთ, რომ ჟელატინი მთლიანად გაიხსნას. გააცივეთ მასა ოთახის ტემპერატურაზე.
ათქვიფეთ ნაღები მსუბუქი და ჰაეროვანი კრემის კონსისტენციამდე და შეურიეთ მარწყვის პიურესა და ჟელატინის მასა. გაანაწილეთ ჭიქებში, მარწყვის პიურეს ზემოდან.
გააცივეთ დესერტი მაცივარში 2-3 საათის განმავლობაში. სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ დარჩენილი მარწყვით და სურვილისამებრ ათქვეფილი ნაღებით.
გემრიელად მიირთვით!