ხაჭოსა და მარწყვის დესერტი ჩემი ბავშვობიდან! გემო, რომლის დავიწყებაც ძნელია.
ეს უგემრიელესი კენკრა ჰოლანდიაში XVIII საუკუნეჩი გამოჩნდა. ის სხვადასხვა სახეობის მოცხარის ჰიბრიდი გახდა. სულ ცოტა დრო გავიდა და მარწყვი მთელს ევროპაში პოპულარული დესერტების მთავარი ინგრედიენტი გახდა.
როცა გაგანია მარწყვის სეზონია, ჩვენც გვინდა თავი რაიმე გემრიელით გავინებივროთ.
ამიტომაც fpaparazzi გთავაზობთ მარტივ და ძალიან გემრიელ დესერტს, რომელიც დარწმუნებული ვართ, მოგეწონებათ. მის მოსამზადებლად კი მხოლოდ 30 წუთი დაგჭირდებათ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
როცა გაგანია მარწყვის სეზონია, ჩვენც გვინდა თავი რაიმე გემრიელით გავინებივროთ.
ამიტომაც fpaparazzi გთავაზობთ მარტივ და ძალიან გემრიელ დესერტს, რომელიც დარწმუნებული ვართ, მოგეწონებათ. მის მოსამზადებლად კი მხოლოდ 30 წუთი დაგჭირდებათ.
საჭირო მასალა:
- ხაჭო 300 გ
- არაჟანი 70 გ
- დარიჩინი 1 ჩ/კ
- მარწყვი 300 გ
- შაქარი 100 გ
მომზადების წესი:
- გარეცხეთ მარწყვი და გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით.
- აიღეთ 70 გ კენკრა და გადადეთ ცალკე. მოსართავად დაგჭირდებათ.
- ხაჭო მოათავსეთ ღრმა ჯამში, დაუმატეთ არაჟანი (20 %-იანი), დარიჩინი და შაქარი. ათქვიფეთ ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ამისათვის გამოიყენებთ მიქსერი.
- დაუმატეთ მარწყვი ხაჭოს მასაში და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- გაანაწილეთ მიღებული დესერტი კერამიკის ჭურჭელში.
- აიღეთ მოსართავად გადადებული მარწყვი, გაჭერით თითოეული კენკრა 4-ად და მორთეთ დესერტი.
- იმისათვის, რომ დესერტი კიდევ უფრო გემრიელი გამოგივიდეთ, გამოიყენეთ სახლის ხაჭო და არაჟანი. ხოლო შაქარი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ თაფლით.
გემრიელად მიირთვით!