იოგურტის ტორტი - მსუბუქი და ძალიან გემრიელი საზაფხულო დესერტი

იოგურტის ტორტი - მსუბუქი და ძალიან გემრიელი საზაფხულო დესერტი
fpaparazzi წარმოგიდნენთ მარტივი, მსუბუქი და სწრაფად მოსამზადებელი დესერტის რეცეპტს და გირჩევთ, მიირთვათ კარგად ჩაციებული.
საჭირო მასალა:
  • 600 მლ ნატურალური იოგურტი
  • 600 მლ რძე
  • 60 გ ჟელატინი
  • 2 ს/კ ლიმონის წვენი
  • 40 გ კაკაო
  • 1 ს/კ შაქარი
  • 400 გ მარწყვი
  • 100 მლ წყალი


მომზადება:
  1. გამოიღეთ მაცივრიდან იოგურტი, რათა ოთახის ტემპერატურა მიიღოს.
  2. 50 გ ჟელატინს დაასხით რძე და გააჩერეთ რამდენიმე წუთი.
  3. შემდეგ შეათბეთ გაზზე (არ აადუღოთ). გააგრილეთ.
  4. იოგურტი ათქვიფეთ მიქსერით, თანდათანობით შეურიეთ შაქარი და ლიმონის წვენი.
  5. შემდეგ ნელ-ნელა დაუმატეთ ჟელატინიანი რძე, თან შეუჩერებლად ურიეთ.
  6. იოგურტის მასის მეოთხედი გადაიტანეთ ცალკე ჯამში და შეურიეთ კაკაო.
  7. ჩაასხით დასაშლელ ფორმაში და შედგით 10 წუთი საყინულეში.
  8. გაცივებულ ფენას დაასხით დარჩენილი იოგურტის მასა და კვლავ შედგით მაცივარში გასამკვრივებლად.
  9. ახლა მოამზადეთ მარწყვის ფენა. 10 გ ჟელატინი დაალბეთ შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის მიხედვით.
  10. დააბლენდერეთ მარწყვი, დაუმატეთ შაქარი და გაფუებული და გამდნარი ჟელატინი.
  11. დაასხით მარწყვის მასა გამკვრივებულ იოგურტის ფენას, შედგით მაცივარში რამდენიმე საათით.
  12. სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ კენკრით.

გემრიელად მიირთვით!