ლაზანია ორიგინალური რეცეპტით! უგემრიელესი იტალიური ღვეზელი ხორცის გარეშე...
რთულად დასაჯერებელია, მაგრამ თავდაპირველად ეს პოპულარული იტალიური კერძი მხოლოს ბოსტნეულისგან კეთდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვეგეტარიანული ლაზანია ორიგინალურ რეცეპტთან ბევრად ახლოს არის, ვიდრე სხვა დანარჩენი.
fpaparazzi რედაქცია გთვაზობთ ყაბაყით და ტკბილი წიწაკით მომზადებულ ლაზანიას რეცეპტს!
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
fpaparazzi რედაქცია გთვაზობთ ყაბაყით და ტკბილი წიწაკით მომზადებულ ლაზანიას რეცეპტს!
საჭირო მასალა:
- ტომატპასტა 300 გ
- ლაზანიას ფირფიტები 6 ცალი
- ბულგარული წიწაკა 1 ცალი
- ყაბაყი 1 ცალი
- მარილი გემოვნებით
- მაგარი სახეობის ყველი 100 გ
- ზეითუნის ზეთი 3 ს/კ
- ხახვი 1 თავი
- ბაზილიკი გემოვნებით
- პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- წვრილად დაჭერით ბოსტნეული და გახეეთ ყველი მსხვილ სახეხზე.
- გაახურეთ ტაფაზე ზეითუნის ზეთი და შეწყვით სათითაო სახეობის ბოსტნეული, დაუმატეთ ყველას მარილი, პილპილი და ბაზილიკი. ჯერ მოხრაკეთ ხახვი (5 წუთი), შემდეგ ბულგარული (3 წუთი), ყაბაყი (5 წუთი). გადმოდგით ტაფა ცეცხლიდან.
- გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ტომატპასტა და გაანაწილეთ მასზე ლაზანიას ფირფიტები. შემდეგ წაუსვით კიდევ ცოტაოდენი ტომატპასტა, გაანაწილეთ ბოსტნეულის რაგუ და მოაყარეთ გახეხილი ყველი. ასეთი თანამიმდევრობით დაალაგეთ შემდეგი ფენებიც, სანამ არ ამოიწურება.
- აცხვეთ ლაზანია 40-50 წუთი 180-190 გრადუსზე. ყურადღება მიაქციეთ, რომ ყველის ზედა ფენა არ მიგეწვათ.
გემრიელად მიირთვით!