ფერადი და ვიტამინებით სავსე გრილ-სალათა - ძალიან უხდება ხორცეულსა და თევზეულს!
fpaparazzi გთვაზობთ არომატულ და პიკანტურ სალათს გრილზე შემწვარი ბოსტნეულისგან, რომელიც შესანიშნავი გარნირი იქნება ხორცისა და თევზეულის კერძებისთვის!
საჭირო მასალა:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ბულგარული 1 ცალი
- წითელი ხახვი 1 ცალი
- ყაბაყი 1 ცალი
- გოგრა 300 გ
- ზეითუნის ზეთი 0,25 ჭიქა
- ღვინის ძმარი 3 ჩ/კ
- პომიდორი ჩერი 200 გ
- ყველი ფეტა 200 გ
- ბაზილიკი 0,5 კონა
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება:
- დაჭერით ბულგარული, ყაბაყი, გოგრა მსხვილ კუბიკებად, ხახვი ალყა-ალყა, პომიდორი შუაზე.
- ბოსტნეული გაანაწილეთ გრილზე, მოასხით ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ მარილი.
- შეწვით ბოსტნეული ორივე მხრიდან.
- შემწვარი ბოსტნეული კიდევ დაჭერით, ხახვი და პომიდორი არ დაჭრათ.
- ზეთში აურიეთ ძმარი, მარილი და პილპილი
- მოასხით შემწვარ ბოსტნეულს მარინადი და ფრთხილად ამოურიეთ.
- გადაიტანეთ სასალათეში, ზემოდან დაალაგეთ კუბიკებად დაჭრილი ფეტა და წვრილად დაჭრილი ბაზილიკი.
გემრიელად მიირთვით!