უგემრიელესი ლაზანია ფარშით
თუკი გიყავრთ ნამდვილი იტალიური ლაზანია, მისი მომზადების ტრადიციულ რეცეპტს გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
თეთრი სოუსისთვის:
საჭირო მასალა:
- ლაზანიას 12 ფირფიტა
- ზეითუნის ზეთი- 1ს.კ
- 1ჩ.კ ხმელი ქონდარი
- ნიორი- 1 კბილი
- 2 ს.კ გახეხილი პარმეზანი
- 150გ პომიდორი საკუთარ სოუსში
- 450გ ძროხის ხორცი
- 3ს.კ მშრალი თეთრი ღვინო
- ხახვი- 1 თავი
- 1ჩ.კ მშრალი ორეგანო
- მარილი გემოვნებით
თეთრი სოუსისთვის:
- კარაქი- 50გ
- ¼ ჭიქა ფქვილი
- მუსკატის კაკალი
- 900 მგ რძე
- სოუსი- Ricotta Barilla
- გახეხილი პარმეზანი- 2ს.კ
- ხახვი და ნიორი გაარჩიეთ და წვრილად დაჭერით. ხორცისგან გააკეთეთ ფარში. ტაფაზე გაახურეთ კარაქი და მოთუშეთ ხახვი 2 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ ფარში და ნიორი და მოამზადეთ 10 წუთის განმავლობაში. დროდადრო დაუმატეთ მარილი და წიწაკა და კარგად ურიეთ.
- შემდეგ დაუმატეთ ღვინო, სუნელები და ტომატი. კარგად აურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. დაახურეთ თავსახური და აცადეთ გაგრილება.
- მოამზადეთ თეთრი სოუსი. რძე აადუღეთ. ქვაბში გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ფქვილი და გამუდმებით ურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ცხელი რძე და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუწიეთ ცეცხლს და კვლავ გამუდმებით ურიეთ. დაუმატეთ პარმეზანი, მუსკატის კაკალი, მარილი და წიწაკა.
- ღრმა ქვაბში აადურეთ წყალი და დაუმატეთ მარილი. გვერდით დაუდგით ჯამი ცივი წყლით. ლაზანიის ფურცლები ჩაუშვით ადუღებულ წყალში 2- 3 წუთის განმავლობაში და სწრაფად გადაიტანეთ ცივ წყალში.
- ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსამდე. საცხობ ფორმაზე დააფინეთ ლაზანიას ერთი ფურცელი, შემდეგ ფარში და წაუსვით თეთრი სოუსი. შემდეგ კვლავ ლაზანიას ფურცელი და ასე ინგრედიენტების ამოწურვამდე. ზედა ფენა აუცილებლად ლაზანიას ფურცელი უნდა იყოს. მოაყარეთ პარმეზანი. შედგით ღუმელში და აცხვეთ 35 წუთის განმავლობაში.
- სოუსი Ricotta ჩაასხით პატარა ჯამში, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. მზა ლაზანიას მოასხით სოუსი.