სანამ ეს კერძი არ გავსინჯეთ, ოჯახში ბადრიჯან არავის გვიყვარდა. ორიგინალური, მადისაღმძვრელი, სწრაფად მოსამზადებელი!
fpaparazzi გთავაზობთ ბადრიჯნის მომზადების კიდევ ერთ მეთოდს, რომელიც მარტივია და შედეგი არაჩვეულებრივი!
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- საქონლის ხორცის ფარში 300 გ
- წიწიბურის ფანტელი 0,5 ჭიქა
- კვერცხი 1 ცალი
- ხახვი 1 ცალი
- პილპილი და მარილი გემოვნებით
- პომიდორი 1 ცალი
- ბადრიჯანი 1 ცალი
- ლორი 100 გ
მომზადების წესი:
- ჩაჩხვლიტეთ ბადრიჯანი რამდნიმე ადგილას ჩანგლით და მოათავსეთ მიკროტალღურ ღმელში 4 წუთი. დიდ ბადრიჯანს მეტი დრო - 5-6 წუთი დაჭირდება. შემდეგ გააცივეთ და დაჭერით პატარა კუბიკებად. პომიდორს გადაავლეთ ადუღებული წყალი, გააცალეთ კანი და დაჭერით კუბიკებად.
- ხორცის ფარშს დაუმატეთ წიწიბურის ფანტელი, დაჭრილი ბადრიჯანი და პომიდორი. დაუმატეთ კვერცხი, წმინდად დაჭრილი ხახვი, მარილი და პილპილი გემოვნებით.
- მიღებული ფარშსგან გააკეთეთ კატლეტები და შეახვიეთ ლორის ფირფიტაში. სურვილისამებრ, მოაყარეთ სელის თესლი. აცხვეთ „კრუასანები“ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთი.
გემრიელად მიირთვით!