აჯაფსანდალი შემწვარი ბოსტნეულით
ბადრიჯნის სეზონი ახლოვდება და fpaparazzi-მაც გადაწყვიტა ამ ბოსტნეულისგან მომზადებული ყველაზე პოპულარული კერძის რეცეპტი შემოგთავაზოთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 5 ცალი ბადრიჯანი
- ნიორი 1 კბილი
- რეჰანი 2-3 ღერი
- 2 ცალი ბულგარული წიწაკა
- 4 თავი ხახვი
- ქინძი
- ზეთი 4 ს/კ
- კარტოფილი 3 ცალი
- პომიდორი 8 ცალი
მომზადების წესი:
- ბადრიჯანი დაჭერით მსხვილ კუბიკებად, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 20 წუთით.
- შემდეგ გარეცხეთ და გაწურეთ.
- ხახვი და კარტოფილი გაფცქვენით. ბულგარული წიწაკა გაასუფთავეთ თესლისგან.
- პომიდორს გადაავლეთ ადუღებული წყალი და გააცალეთ კანი.
- დაჭერით ბოსტნეული მსხვილ კუბიკებად.
- მწვანილი გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით წმინდად.
- ნიორი გაფცქვენით და დაჭყლიტეთ ან წმინდად დაჭერით.
- გაახურეთ ტაფაზე 2 ს/კ ზეთი, შეწვით კარტოფილი 5 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ბადრიჯანი და თუშეთ კიდევ 4 წუთის განმავლობაში.
- შემწვარი ბოსტნეული გადაიტანეთ ქვაბში, დაუმატეთ მწვანილი.
- ტაფაში ჩაასხით დარჩენილი ზეთი და მოხრაკეთ ხახვი 5 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ ბულგარული წიწაკა და პომიდორი და ხრაკეთ საშუალო ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში.
- პომიდორი, წიწაკა და ხახვი დაუმატეთ კარტოფილისა დაბადრიჯნის მასას, დაუმატეთ ნიორი, მარილი და პილპილი.
- დადგით მაღალ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან.
- სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი.
გემრიელად მიირთვით!