ბადრიჯნის რაგუ ნიგვზით - გემრიელი ქართული კერძი
ბადრიჯანს რომ ნიგოზი უხდება, ეს ახალი არ არის, თუმცა, ასე მომზადებული ეს ცივი წასახემსებელი განსაკუთრებით გემრიელია. fpaparazzi გირჩევთ, ჩაინიშნოთ ეს რეცეპტი.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 2 მოზრდილი ბადრიჯანი
- 2 ცალი წითელი ხახვი
- 1 საშუალო სტაფილო
- 1 დიდი თავი ნიორი
- 3 პომიდორი
- ½ ჭიქა გატარებული ან დაფქული ნიგოზი
- 1 ბულგარული წიწაკა
- ზეთი შესაწვავად
- მარილი, შაქარი, ხმელი-სუნელი გემოვნებით
- ქინძი კერძის მოსართავად
მომზადების წესი:
- ბადრიჯანი გარეცხეთ, დაჭერით საშუალო ზომის კუბიეკბად კანიანად, მოაყარეთ მარილი, გააჩერეთ პრესის ქვეში 15-20 წუთი სიმწარის მოსაცილებლად.
- ხახვი დაჭერით ნახევარწრეებად, პომიდორი გააჩერეთ რამდენიმე წუთი ადუღებულ წყალში, შემდეგ კი გააცალეთ კანი.
- ტაფაში მოხრაკეთ ხახვი ნიორთან ერთად, დაუმატეთ თხელ წრეებად დაჭრილი სტაფილო და კუბიკებად დაჭრილი ბულგარული, მოხრაკეთ 10 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი. თუშეთ კიდევ 10 წუთი.
- ნიორი გაფცქვენით, დაჭერით და დაუმატეთ ბოსტნეულს ტაფაში.
- დაუმატეთ დაფქული ან გატარებული ნიგოზი ბოსტნეულს, მოთუშეთ რამდენიმე წუთი და დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი.
- დამარილებული ბადრიჯანი გარეცხეთ და შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით. შეწვით მაღალ ცეცხლზე სწრაფად და დაუმატეთ ბოსტნეულის მასას, თშეთ ყველაფერი ერთად კიდევ 5-7 წუთი.
- ბოლოს დაუმატეთ მარილი, შაქარი, ხმელი-სუნელი და გამორთეთ ცეცხლი. გააჩერეთ თავდახურულ ტაფაში 10 წუთი.
- სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი ქინძი.
გემრიელად მიირთვით!