ამ რეცეპტებმა სახსრების ტკივილი დამავიწყეს! ყველას გირჩევთ...
სახსრების ტკივილი რევმატულ დარღვევებს მიეკუთვნება. ამ ტიპის დარღვევების დროს ზიანდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი: სახსრები, ძვლები, კუნთები. ტკივილი სხვადასხვა ასაკში ვითარდება, თუმცა ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში და უმეტესად ასაკოვანთა ხვედრია. სახსრების ტკივილი ზოგჯერ აუტანელი ხდება. ის უამრავი უსიამოვნების მომტანია და იწვევს არა მარტო ფიზიკური შრომის უნარის მოშლას, არამედ გონებრივ პროცესებზე კონცენტრირების საშუალებასაც ართმევს ადამიანს. სახსრების ტკივილი გადაუდებელ მკურნალობას მოითხოვს.
სახსრების სამკურნალოდ კი ხალხური მედიცინა შესანიშნავს რეცეპტებს გვთავაზობს:
სახსრების სამკურნალოდ კი ხალხური მედიცინა შესანიშნავს რეცეპტებს გვთავაზობს:
- მაყვლის ფოთლები დანაყეთ. წვენი გამოწურეთ, გაათბეთ და ამ სითხეში დასველებული ტილო მტკივან ადგილას დაიდეთ.
- მაყვლის ძირები დააქუცმაცეთ. 2 სუფრის კოვზს დაასხით 1 ჭიქა ქაფქაფა ცხელი წყალი, ადუღეთ 5 წუთს, გაწურეთ, მიიღეთ ჭამამდე 10 წუთით ადრე.
- 1 ჩაის კოვზ გამხმარ ენდროს ფესვებს დაასხით ანადუღარი 1 ჩაის ჭიქა წყალი. გააჩერეთ 8 საათს და გაწურეთ. ნარჩენს დაასხით მდუღარე და 10 წუთის შემდეგ გაწურეთ. ორივე ნაყენი შეურიეთ ერთმანეთს. მიიღეთ 1/2 ჩაის ჭიქა 4 - ჯერ დღეში წელის ტკივილის დროს.
- 1 სუფრის კოვზ ასფურცელას ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 2 საათს. გაწურეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3 - 4 - ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე - რევმატიზმისა და სახსრების ართრიტის დროს.
- 3 სუფრის კოვზ გამხმარ ფარსმანდუკს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი. შეფუთეთ და 1 საათის შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3 -ჯერ დღეში ჭამამდე წელის ტკივილის, რევმატიზმის და სახსრების ტკივილის დროს.