როგორ მოვამზადოთ ლაჰათ ლუჰუმი სახლში? რბილი, არომატული და ძალიან გემრიელი
თუკი აზიური დესერტები გიყვართ და თან გსურთ შეიტყოთ რაში იმალებოდა სულთნების საყვარელი ნუგბარის გემო, მაშინ აუცილებლად სცადეთ ლაჰათ ლუხუმის მომზადება სახლის პირობებში.
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- 1 ჭიქა სიმინდის სახამებელი
- 1 ჭიქა შაქარი
- 1 ჭიქა ხილი ან კენკრა (მარწყვი, ჟოლო, ქლიავი ან გარგარი)
- 2 ჭიქა წყალი
- 100გ თხილი
- მწიკვი ვანილის შაქარი
- 1ჭიქა შაქრის პუდრა
- ხილი დააბლენდერეთ
- ჩვეულებრივი და ვანილის შაქარი აურიეთ 1/3 ხილის პიურეში და 1 ჭიქა წყალში. დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ 5-7 წუთი.
- დარჩენილი პიურე აურიეთ სახამებელთან და 1 ჭიქა წყალთან. შემდეგ კი ნელ-ნელა დაუმატეთ ტკბილი მასა. გამუდმებით ურიეთ 2-3 წუთით, სანამ არ გასქელდება..
- სიმინდის სახამებელი შეგიძლიათ შეცვალოთ კარტოფილის სახამებლით.
- შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ თხილი.კარგად მოურიეთ.
- ბრტყელძირიან ფორმაში ჩააფინეთ ცელოფანი და მიღებული მასა თანაბრად გაანაწილეთ. აცადეთ გაციება დაახლოებით 8 საათი. შემდეგ დაჭერით და თითოეული ნაჭერი ამოავლეთ შაქრის პუდრაში ან სახამებელში.