დაბალკალორიული ლაჰათ ლუჰუმი მარწყვით- სახამებლის გარეშე
მარწყვი ნებისმიერ დესერტსა თუ ტკბილეულს უხდება. ამჯერად გთავაზობთ მარწყვისგან გემრიელი ლაჰათ ლუჰუმის მომზადების რეცეპს, რომელიც დაბალკალორიული და ძალიან გემრიელი
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- მარწყვი- 200გ
- შაქრის პუდრა- 150გ
- ჟელატინი- 15 გ
- ლიმონი- 0,5 ცალი
- მარწყვი გარეცხეთ და დააბლენდერეთ
- როდესაც მასა ერთგავროვანი გახდება, დაუმატეთ ჟელატინი და აცადეთ აფუება
- დაუმატეთ მარწყვის მასას 120გ შაქარის პუდრა, დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ.
- მასა გადაიტანეთ მომცრო ზომის ქვაბში, დადგით ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ მანამ, სანამ ჟელატინი საბოლოოდ არ გაიხსნება. მასა არ აადუღოთ.
- ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან და აცადეთ გაგრილება. შეგრილებული მასა ათქვიფეთ მიქსერით 5-6 წუთის განმავლობაში.
- აიღეთ ფორმა, რომელშიც დესერტის მოთავსებას აპირებთ. ჩააფინეთ პერგამენტი და ჩაასხით მასში მარწყვის მასა.
- შედგით ფორმა მაცივარში 5-6 საათით.
- მას შემდეგ რაც ლაჰათ ლუჰუმი გაცივდება, ფრთილად გადმოიღეთ ფორმიდან და მოაყარეთ შაქრის პუდრა, დაჭერით თანაბარი ზომის ნაჭრებად და მიიტანეთ მაგიდასთან.