მარწყვი მარციპანში- უგემრიელესი რეცეპტი
ამ უგემრიელესი დესერტის მოსამზადებლად, სულ რაღაც 1 საათი დაგჭირდებათ. მისი მომზადება კი სულ ადვილია.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- შაქრის პუდრა- 1 ჭიქა
- 0,25 ჭიქა წყალი
- 1 კგ მარწყვი
- 1,5 ჭიქა ნუში
მომზადების წესი:
- ადუღებულ წყალში ჩატარეთ ნუში და ხარშეთ 2 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოიტანეთ საწურზე და აცადეთ დაშრობა. მოაშორეთ კანი.
- გაახურეთ ტაფა და დაყარეთ კანგაცლილი ნუში, გამუდმებით ურიეთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი დააბლენდერეთ.
- შაქრის პუდრა გახსენით 0,25 ჭიქა წყალში. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
- მოამზადეთ მარციპანი. ისე რომ ცეცხლიდან არ გადმოდგათ, სიროპში ჩაამატეთ დაფქული ნუში და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე. გამუდმებით ურიეთ 5 წუთის განმავლობაში, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და აცადეთ გაციება.
- მარწყვი გარეცხეთ, გააშრეთ, შემეგ კი გაჭერით რამდენიმე ნაწილად.
- მარციპანით გააკეთეთ 3- 3,5 სმ დიამეტრის ბურთები. თითოეულ მათგანში გააკეთეთ ჩაღრმავება, მოათავსეთ მარწყვი და ხელით შეკარით.
- შედგით 1 საათის განმავლობაში მაცივარში.