7 ხალხური საშუალება ნიკრისის ქარის სამკურნალოდ.
ნიკრისის ქარები იმასთან არის დაკავშირებული, რომ ორგანიზმში დარღვეულია ნივთიერებათა ცვლა და სისხლში მატულობს შარდმჟავას რაოდენობა, შემდეგ შარდმჟავა ნიკრისის მარილის სახით შემაერთებელქსოვილში ილექება სახსრების ახლოს. იქ წარმოიშობა ე.წ. პოდაგრული კვანძები, რომლებიც იწვევენ ტკივილს, ზღუდავენ სახსართა მოძრაობას.
პოდაგრით ავადმყოფმა უნდა შეზღუდოს ან სრულიად აკრძალოს ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით შარდმჟავას ნაერთებს.
ნიკრისის ქარის სამკურნალო ხალხური საშუალებები:
პოდაგრით ავადმყოფმა უნდა შეზღუდოს ან სრულიად აკრძალოს ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით შარდმჟავას ნაერთებს.
ნიკრისის ქარის სამკურნალო ხალხური საშუალებები:
- 1 ს/კ მარწყვბალახას ფესურას დაასხით 1 ჩ/ჭ წყალი და ადუღეთ 12 - 30 წთ. შეფუთეთ და გააჩერეთ 2 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ 3 - 4 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე ნიკრისის ქარის და რევმატიზმის დროს.
- იასამნის ყვავილი მოათავსეთ ნახევარლიტრიან ბოთლში პირამდე, დაასხით არაყი, ან სპირტი. გააჩერეთ 21 დღე ბნელ ადგილას, გაწურეთ. მიიღეთ 30 წვეთი 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე. მკურნალობის კურსი - 3 თვე. ამავე ნაყენით დაიზილეთ მტკივანი ადგილები და დაიდეთ კომპრესი.
- ყოველდღე მიიღეთ მინიმუმ 100 გრ გახეხილი სტაფილო 1 ს/კ მცენარეულ ზეთთან ერთად.
- 5 გრ სალბის ბალახს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და 2 ს/კ პორტვეინი, ან დესერტის ღვინო. დააყენეთ როგორც ჩაი და მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე.
- ნიკრისის ქარის და რევმატიზმის დროს სასარგებლოა შავი მოცხარის კენკრის მიღება შეუზღუდავად.
- 5 გრ წყლის სამყურას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში. გაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჩ/ჭ 4 - ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.
- 2 ს/კ ასკილის ფესვი დაჭერით და დაასხით 500 მლ არაყი. გააჩერეთ 3 კვირის განმავლობაში ბნელ, თბილ, ადგილას, ყოველდღე შეანჯღრიეთ. მიიღეთ 2 ს/კ 2 - ჯერ დღეში, ჭამამდე ერთი საათით ადრე. ეს ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ სახსრების დასაზელად.