ეს რეცეპტები აუცილებლად გაგანთავისუფლებთ ნიკრისის ქარისგან, გარანტირებული შედეგით!
სახსრების მაქსიმალური ტკივილი, ჩვეულებრივ, აღინიშნება ნიკრისის ქარის დროს. ქსოვილებში შარდმჟავა მარილების დაგროვება იწვევს ასეპტიკურ ანთებას და აღინიშნება 40 წელს გადაცილებული, ჭარბი წონის მამაკაცების უმეტესობაში. დაავადების დასაწყისისთვის დამახასიათებელია შეტევების დროს ფეხების დიდი თითების ტკივილი. დაავადების შესუსტების შემდეგ ტკივილი გაივლის. შემდგომში შესაძლებელია პროცესის ნებისმიერი ლოკალიზაცია ( შეიძლება იყოს ყბის, ან ნეკნების არეც კი ) სახსრების მკვეთრი დეფორმაციით და მოძრაობის შეზღუდვით.
ნიკრისის ქარის მწვავე შეტევა, როგორც წესი, ვითარდება საღამოს და რამენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება. ავადმყოფი იღვიძებს ერთ, ან რამდენიმე სახსარში ძლიერი ტკივილისგან. ტკივილის ინტენსივობა მცირდება დილით და კვლავ მატულობს საღამოს.
დაზიანებული სახსრის არეში აღინიშნება: მზარდი შესიება, კანის სიწითლე და ბზინვარება, ტემპერატურის მომატება, ხოლო შეტევის ბოლოს - ადგილობრივი ქავილი და კანის აქერცვლა. შეტევას შეიძლება ახლდეს შემცივნება, ციება (ტემპერატურა ზოგჯერ 410ჩ აღწევს ).
ამ დაავადების სამკურნალოდ გამოიყენეთ ასეთი რეცეპტები:

- 100 გრ სალბს დაასხით 6 ლ წყალი და ხარშეთ10 წთ. როდესაც ოდნავ გაცივდება და მოთმენას შეძლებთ, ჩაყავით ამ ნახარშში ნიკრისის ქარიანი ხელები და ფეხები. პროცედურის ხანგრძლივობაა 30 წთ. შეგიძლიათ ცოტაოდენი ნახარში გადაიღოთ, ცხლად გქონდეთ და დროდადრო დაუმატოთ აბაზანას. მზგავსი აბაზანა უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ, ძილის წინ, 1 - 2 თვის განმავლობაში, მის შემდეგ ჩაიცვით შალის წინდები, ან ხელთათმანები. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ შეგცივდეთ.
- 100 გრ გვირილას ყვავილს დაასხით 10 ლ მდუღარე წყალი და შეურიეთ 200 გრ მარილი. მიღებული ნაყენი გამოიყენეთ ხელის და ფეხის აბაზანებისთვის.
- აიღეთ ფშნის ეკალას ფესვი - 15 გრ, შვრიის ბალახი - 20 გრ, მატიტელას ბალახი - 20 გრ, მანანას ბალახი - 20 გრ, ღვიის ნაყოფი -20 გრ, ჭინჭრის ბალახი - 20 გრ, არყის ხის ფოთოლი -20 გრ. 2 ს/კ ნარევს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ღამის განმავლობაში და მიიღეთ 3 - ჯერ ერთი საათის განმავლობაში.
- აიღეთ ნიორი - 3 თავი, ლიმონი - 4 ცალი. ლიმონს გამოაცალეთ კურკა და ნიორთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მასას დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი, კარგად აურიეთ და გააჩერეთ 3 დღის განმავლობაში თბილ ადგილას. გაწურეთ. მიიღეთ 50 მლ დღეში ერთხელ.