უგემრიელესი ტორტი-„ფერერო როშე“, რომელიც ყველას გულს იპყრობს და სწრაფად მზადდება
თუკი გიყვართ დესერტები და შკოლადი, ეს უგემრიელესი ტორტი სწორედ აღმოჩენაა თქვენთვის.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- კვერცხი- 5 ცალი
- შაქარი- 180გ
- კაკაოს ფხვნილი- 25გ
- გამაფხვიერებელი-1,5 ჩ.კ
- ყავა- 150 მგ
- ნაღები- 390 მგ
- თხილი- 100გ
- თეთრი შოკოლადი- 150გ
- „ფერერო როშეს“ კამფეტი- 6 ცალი
- ფქვილი- 70გ
- ვანილის შაქარი- 1ჩ.კ
- სახამებელი- 40გ
- კარაქი- 20გ
- ყავის ლიქიორი- 2ს.კ
- „ნუტელა“- 3- 4 ჩ.კ
- ვაფლის მილები- 30გ
- შავი შოკოლადი- 150გ
მომზადების წესი:
- კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ სანამ კარგად არ ამოვა და დაუმატეთ 90 გ შაქარი.
- კვერცხის გულებს დაუმატეთ 90 გ შაქარი და ვანილის შაქარი. თქვიფეთ მიქსერით სანამ კარგად არ ამოვა.
- ცილისა და გულის მასები დაუმატეთ ერთმანეთს პატარა პორციებით.
- კაკაო, ფქვილი და გამაფხვიერებელი გაცერით და ნელ ნელა დაუმატეთ კვერცხის მასას. ურიეთ მანამ, სანამ ერთგავროვან მასას არ მიიღებთ.
- გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე, ჩაასხით მიღებული მასა და აცხვეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი აცადეთ გაციება.
- მოამზადეთ თხილის გულსართი. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. პერგამნეზე დაყარეთ თხილი და შედგით ღუმელში 10 წუთით. როგორც კი მისი
ქანი ადვილად დაიწყებს გაფცქვნას, გამოიღეთ. - ვაფლის მილები პატარა ნაწილებად დატეხეთ.
- თხილს მოაცილეთ კანი და დააბლენდერეთ. შემდეგ კი აურიეთ ვაფლთან ერთად.
- თეთრი შოკოლადი დატეხეთ და დაუმატეთ 3ს.კ ნაღები და გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. შემდეგ დაუმატეთ დაბლენდერებული თხილი და ვაფლი. კარგად აურიეთ, გადმოიღეთ პერგამენტზე და შედგით მაცივარში გასაციებლად.
- მოამზადეთ კრემი. მიქსერით ათქვიფეთ 250 მგ ცივი ნაღები. დაუმატეთ „ნუტელა“ და თქვიფეთ მანამ, სანამ ერტგვაროვან მასას არ მიიღებთ.
- მოამზადეთ ყავა ბისკვიტის დასანამად. დაუმატეთ ყავის ლიქიორი და ბოლომდე გააცივეთ.
- ბისკვიტი გაჭერით 3 ნაწილად და ფენები დანამეთ ყავით. შემდეგ კი წაუსვით კრემის 1/3 და თხილიანი მასა.ასე მოიქცეცით სამივე ფენის შემთვევაში. შემდეგ კი შედგით 4 საათით მაცივარში.
- მხოლოდ ამის შემდეგ წაუსვით მინანქარი (100მგ ნაღებს დაუმატეთ შავი შოკოლადი). შემდეგ ისევ შედგით ტორტი მაცივარში, შემდეგ კი გემრიელად მიირთვით.