ტორტი ბლინი-ტირამისუ
გიყვართ ტირამისუ? ბლინიც? მაშინ FPAPARAZZI-ის მიერ შემოთავაზებული რეცეპტით აუცილებლად მოამზადეთ ტირამისუს ბლინის ტორტი.
ბლინისთვის საჭიროა:
კრემისთვის საჭიროა:
როგორ მოვამზადოთ ბლინები?
გაადნეთ კარაქი. ცალკე ჯამში აადუღეთ რძე შემდეგ კი დაახლოებით 10 წუთი აცადეთ სანამ გაგრილდება.
შაქარი, კვერცხი და ლიქიორი ბლენდერით მანამ თქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შემდეგ ჩაუმატეთ გამდნარი კარაქი და რძე და განაგრძეთ თქვეფა. მიღებული მასა შედგით მაცივარში მინიმუმ 6 საათით. სასურველია მთელი ღამე გააჩეროთ. შემდეგ კი ორივე მხრიდან შეწვით თხელი ბლინები.
როგორ მოვამზადოთ კრემი?
კვერცხის ცილა და გული ერთმანეთისგან გააცალკევეთ. გულები ½ ჭიქა შაქართან ერთად ათქვიფეთ და დადგით ორთქლის აბაზანაზე. გამუდმებით ურიეთ და როდესაც მასა ბაცი ყვითელი გახდება, გადმოდგით.
ცალკე ათქვიფეთ ცილა მწიკვ მარილთან ერთად. როდესაც კარგად ამოვა, დაუმატეთ ¼ ჭიქა შაქარი და განაგრძეთ თქვეფა.
ცალკე ჯამში ათქვიფეთ ნაღები.
კვერცის გულებიან მასას დაუმატეთ მასკარპონე და ლიქიორი, შემდეგ კი ნაღები და ამოყვანილი კვერცის ცილა. ყველა ინგრედიენტი სათითაოდ დაუმატეთ ერთმანეთს და კარგად თქვიფეთ.
როგორ მოვრთოთ ტორტი?
სათითაოდ ყველა ბლინზე წაუსვით კრემი და ერთმანეთზე დააწყვეთ. ტორტი 1 საათით შედგით მაცივარში. შემდეგ კო ზემოდან წაუსვით დარჩენილი კრემი და ისევ დატოვეთ მაცივარში 2 საათით.
გემრიელად მიირთვით.
ბლინისთვის საჭიროა:
- კარაქი- 6 ს.კ
- რძე 720გ
- კვერცხი-6 ცალი
- ფქვილი-1,5 ჭიქა
- შაქარი 6 ს.კ
- მწიკვი მარილი
- ყავის ლიქიორი,ბეილისი ან ბრენდი- 45 მგ
კრემისთვის საჭიროა:
- კვერცხი- 3ცალი
- შაქარი- 150გ
- ყველი მასკარპონე- 240გ
- ცხიმიანი ნაღები- 125 მგ
- ყავის ლიქიორი,ბეილისი ან ბრენდი- 75 მგ
- შავი შოკოლადი- 85გ