ვერავინ იფიქრებს, რომ ეს ლაზანია ჩვეულებრივი კარტოფილის პიურეთი მზადდება

ვერავინ იფიქრებს, რომ ეს ლაზანია ჩვეულებრივი კარტოფილის პიურეთი მზადდება
ლაზანია - იტალიური სამზარეულოს გამორჩეული კერძია, რომელიც ცომის რამდენიმე ფენისა და გულსართისგან მზადდება. თუმცა, დღეს fpaparazzi გთავაზობთ, მოამზადოთ ლაზანია კარტოფილისგან. ის არანაკლებ გემრიელია, ვიდრე ტრადიციული წესით მომზადებული.

საჭირო მასალა:

  • კარტოფილი 1 კგ
  • მუსკატის კაკალი მწიკვი
  • შავი დაფქული პილპილი
  • საქონლის ხორცის ფარში 500 გ
  • ნიორი 3 კბილი
  • ტომატის სოუსი 250 მლ
  • პარმეზანი 75 გ
  • მარილი გემოვნებით
  • ზეთი 1 ს/კ
  • ხახვი 1 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • როზმარინი გემოვნებით
  • პომიდორი 2 ცალი
  • მოცარელა 150 გ


მომზადების წესი:

  1. მოხარშეთ კარტოფილი, ჩაჭყლიტეთ, რათა მიიღოთ პირე და დაუმატეთ ხაჭო, მწიკვი მუსკატის კაკალი და მარილი გემოვნებით.
  2. მოხრაკეთ ზეთში ფარში, დაუმატეთ ხახვი, ნიორი, წიწაკა და როზმარინი (ნედლი ან ხმელი). დაუმატეთ ტომატის სოუსი, დაჭრილი პომიდორი.
  3. ფარში გადაიტანეთ ცეცხლგამძლე ფორმაში (ან დატოვეთ ტაფაში, თუკი შესაძლებელია მისი ღუმელში შედგმა). ზემოდან თანაბრად გაანაწილეთ გახეხილი პარმეზანი, შემდეგ კარტოფილი და ბოლოს გახეხილი მოცარელა. აცხვეთ 30 წუთი 190 გრადუსზე.