უგემრიელესი და ძალიან არომატული ქათმის ჩახოხბილი

უგემრიელესი და ძალიან არომატული ქათმის ჩახოხბილი
მომზადების დრო- 1,30 წთ, მომზადების სირთულე- საშუალო


საჭირო მასალა:

  • დაფქული მუსკატის კაკალი
  • სოიოს სოუსი- 30გ
  • მარილი
  • კარაქი- 30გ
  • ქათამი- 1კგ
  • კარტოფილი- 6 ცალი
  • პომიდორი- 1ცალი
  • სტაფილო- 6 ცალი
  • ხახვი-6თავი
  • ბაზილიკი
  • დაფქული შავი წიწაკა
  • ნიორი- 4კბილი
  • ოხრახუში

მომზადების წესი:

  1. ქათმის ხორცი გარეცხეთ და დაჭერით პატარა ზომის ნაჭრებად
  2. კარტოფილი გათალეთ და მომცრო ზომის კუბებად დაჭერით.
  3. ტაფა კარგად გააცხელეთ. დაასხით ცოტა ზეთი და ქათმის ხორცი შეწვით ორივე მხრიდან.
  4. კარტოფილი ჩაყარეთ ადუღებულ წყალში და მოხარშეთ.
  5. კარტოფილიც და ქათმის ხორციც მხოლოდ სანახევროდ მოხარშეთ და შეწვით.
  6. ხახვი და სტაფილო გაფცქვენით. ხახვი დაჭერით, ხოლო სტაფილო გახეხეთ.
  7. ღრმა ტაფაში ან დიდი ზომის ქვაბში მოათავსეთ ქათმის ხორცი და დაჭრილი ხახვი.თუშეთ რამდენიმე წუთით და დაუმატეთ სტაფილო, გახეხილი პომიდორი, ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და თუშეთ კიდევ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ კარაქი, მარილი, ნიორი და კიდევ რამდენიმე წუთით თუშეთ. დაუმატეთ კარტოფილი და შემდეგ ბაზილი და მუსკატის კაკალი. ბოლოს მოასხით სოიოს სოუსი. სუფრაზე მიტანამდე კერძს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.