კარტოფილის ლაზანია-არაბანალური კერძი მარტივი ინგრედიენტებით
ლაზანია იტალიური სამზარეულოს უგემრიელესი კერძია. როგორც ირკვევა იგი პირველად მე- 14 საუკუნეში მომზადდა პირველად და მისმა რეცეპტმაც არაერთხელ იცვალა სახე. ამჯერად კარტოფილით მომზადებული ლაზანიას უგემრიელეს რეცეპტს გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- კარტოფილი- 1კგ
- მუსკატის კაკალი- 1 მწიკვი
- შავი დაფქული წიწაკა
- საქონლის ფარში- 500გ
- ნიორი- 3 კბილი
- ტომატის სოუსი- 250 მგ
- პარმეზანი- 75გ
- ხაჭო- 250გ
- მარილი- გემოვნებით
- მცენარეული ზეთი- 1ს.კ
- ხახვი- 1ცალი
- როზმარინი- გემოვნებით
- პომიდორი- 2ცალი
- მოცარელა- 150გ
- ხარტოფილი მოხარშეთ და გააკეთეთ პიურე. დაუმატეთ ხაჭო, მუსკატის კაკალი და მარილი გემოვნებით.
- ფარში მოთუშეთ ზეთში. დაუმატეთ ხახვი, ნიორი, პილპილი და როზმარინი. დაასხით ტომატის სოუსი და დაჭრილი დაუმატეთ პომიდორი.
- ფარში მოათავსეთ ცხიმწასმულ ფორმაზე. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი, შემდეგ კარტოფილი და ბოლოს კვლავ მოცარელა მოაყარეთ. აცხვეთ 30 წუთის განმავლობაში 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.