გენეტიკოსების საოცარი აღმოჩენა: სალმონელა ”ჭამს” ტვინის სიმსივნეს!
მეცნიერება ყოველდღიურად სულ ახალ შთამბეჭდავ აღმოჩენებს გვთავაზობს. ხანდახან, ზოგიერთ მოვლენასა თუ ორგანიზმს, რომელიც კაცობრიობისთვის საშიშ მტრად გვესახებოდა, შეუძლია ამა თუ იმ გარემოებაში კოლოსალური სარგებელის მომტანი გახდეს. საოცარია, მაგრამ ისეთ მავნე ბაქტერიას, როგორიცაა სალმონელა, შეუძლია იყოს ძალიან სასარგებლო!
Fpaparazzi მოგითხრობთ მეცნიერი-გენეტიკოსების საოცარ აღმოჩენაზე, რომელსაც შეუძლია თავის ტვინის ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მეთოდები შეცვალოს.
ქათმის კვერცხის სარგებელი
არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ უმი კვერცხო საშიში პროდუქტია, რომელიც შეიძლება სალმონელეზის მიზეზი გახდეს. მწვავე ნაწლავური ინფექცია, რომელსაც სალმონელა იწვევს, მილიონობით ადამიანს აინფიცირებს, და შემთხვევების 40% ლეტალური შედეგით მთავრდება. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სალმონელა შეიძლება კაცობრიობის გადამრჩენელად წარმოგვიდგეს, და აი, როგორ...
გლიობლასტომა - თავის ტვინის ონკოლოგიური დაავადებების ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც ყოველწლიურად ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს. ეს სიმსივნე სრულიად არ ექვემდებარება ქიმიო და რადიოთერაპიებს. თუ პაციენტს უსვამენ დიაგნოზს ”გლიობლასტომა”, ძალიან გაუმართლებს, 2 წელიც რომ იცოცხლოს. და აქ, როცა მკურნალობის ტრადიციული მეთოდები უძლური ხდება, ბრძოლის ველზე გამოდის სალმონელა.
დიუკის უნივერსიტეტის მეცნიერების გუნდმა მოახერხა მავნე ბაქტერიის დნმ გადაეპროგრამირებინა ფანტასტიური გზით, რათა მან საჭმლის მომნელებე სისტემას კი არა, კიბოს აგრესიულ უჯრედებს შეუტიოს. და მათ ეს დიდი ალბათობით, გამოუვიდათ! ბაქტერიის გენეტიკურ კოდში სულ რაღაც რამდენიმე შტრიხი და, იგი კიბოს უჯრედების მასობრივი განადგურების იარაღი ხდება!
სალმონელას ორგანიზმში პურინების ხელოვნური დეფიციტის შექმნისას, იგი ”ჭამს” სიმსივნეს, რომელიც მდიდარია სწორედ ამ ამინომჟავებით. ”მშიერი” ბაქტერია პირდაპირ ტვინისკენ მიემართება, სადაც ვრცელდება და სპობს დაზიანებულ უჯრედებს.
და რაც მთავარია, სალმონელა დაპროგრამირებულია, ჟანგბადის უკმარისობის შედეგად თვითგანადგურებაზე. ამ ეშმაკური გზით, ორგანიზმში სიმსივნის მოსპობის შემდეგ, მავნე ბაქტერიის კვალიც კი ქრება.
ლაბორატორიულ ვირთხებზე ცდებმა აჩვენა, რომ მათი ცხოვრების გახანგრძლივება შესაძლებელი იყო 100 დღით, შემთხვევების 20%-ში. ეს კი ადამიანის ცხოვრების 10 წელიწადს უდრის.
მეცნიერებს ისღა დარჩენიათ, შეისწავლონ მიზანმიმართულად გამოიყენონ ბაქტერიის თვისებები, ამასთან ადამიანის ორგანიზმისთვის დამატებითი ზიანის არიდებით. ამჟამად, გენეტიკოსები მუშაობენ იმაზე, თუ როგორ გამოიყენონ სალმონელა თერაპევტული სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებში ტრანსპორტირებისთვის.
გასაგებია, რომ ლაბორატორიული წარმატება - ეს ჯერ კიდევ გამარჯვება არ არის, მაგრამ შესანიშნავი სტარტია სრულფასოვანი და ეფექტური პრეპარატის შექმნის გზაზე. ძალიან გვსურს ვირწმუნოთ, რომ ეს ახლო მომავალში მოხდება!