რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ უშაქრო დიაბეტით დაავადებულებმა!
უშაქრო დიაბეტით ავადმყოფს ახასიათებს დიდი რაოდენობით თითქმის უფერული შარდის გამოყოფა, რომელიც შაქარს არ შეიცავს. მიზეზი - ტვინის იმ უბნების ფუნქციის დარღვევაა, წყლის ცვლას რომ არეგულირებენ ორგანიზმში. უშაქრო დიაბეტი შესაძლოა იყოს გადატანილი ანთებითი და ინფექციური დაავადებების, თავის ტრამვის ან ტვინის სიმსივნის შედეგი.
დაავადების ნიშნებს წარმოადგენს : ძლიერი წყურვილი ( თავდაპირველად სიმშრალე პირში ), თავის ტკივილი, ძალ - ღონის გამოლევა, გახდომა. ავადმყოფობა გრძელდება მრავალი წელი და გამოჯანმრთელება იშვიათად ხდება, მაგრამ როგორც წესი, სიცოცხლეს ის არ ემუქრება. ამ ფორმის დიაბეტის მკურნალობა ხორციელდება ექიმის დანიშნულებისამებრ სამკურნალო პრეპარატებით.
რეკომენდაციები უშაქრო დიაბეტით დაავადებულთათვის.

- მარილის ხმარება შეზღუდეთ;
- თავი აარიდეთ უძილობას;
- გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას;
- საკვებში უნდა იყოს მეტი ფოსფორი, აუცილებელი ტვინის ნორალური ფუნქციონირებისათვის;
- უნდა მიირთვათ მეტი ხორცი ( განსაკუთრებით სასარგებლოა ტვინი ), თევზი, კიბორჩხალა, კვერცხის გული და სვათ რძე;
- დაავადების შეტევისას, რომელიც პერიოდულად მძაფრდება, სასარგებლოა სვათ გლიცერინი ( თითო ს/კ დღეში );
- რეკომედებულია სვათ აგრეთვე შავბალახას ნაყენი: 1- 2 ს/კ ბალახი 200 მლ ადუღებულ წყალში 1 სთ განმავლობაში და სვით 70 – 100 მლ 3 -ჯერ დღეში.