უმკურნალეთ პროსტატის ადენომას ხალხური მედიცინის რეკომენდაციით!

უმკურნალეთ პროსტატის ადენომას ხალხური მედიცინის რეკომენდაციით!
პროსტატის ადენომა ეს არის წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია. ამ დაავადების დროს ყველაზე ხშირი გამოვლინებაა შარდის გაძნელება ან, რიგ შემთხვევებში, შარდის შეკავებაც კი. ადენომის ზრდა იწვევს მის ზეწოლას შარდსადენ მილზე მოშარდვის აქტი რთულდება.
თუმცა აღნიშნული ჩივილები არ არის საკმარისი დიაგნოზის დასასმელად. პროფესიონალი ექიმი დაგინიშნავთ რიგ გამოკვლევებს, რომლებიც მას საბოლოო დიაგნოზის დასმაში მიეხმარება.

ტრადიციულ მედიცინაში პროსტატის ადენომის ყველაზე ეფექტურ მეთოდად ქირურგიული ჩარევა ითვლება. თუმცა, სახალხო მკურნალები ავადმყოფებს არატრადიციული მეთოდით მკურნალობას სთავაზობენ, მათ შორის ოქროს ულვაშისაგან დამზადებული პრეპარატებით.

პროსტატის ადენომის მკურნალობისას რეკომენდებულია თხილისა და ოქროს ულვაშის ნახარშის მიღება.

ინგრედიენტები:
  • თხილის ფოთლები - 1 ს/კ;
  • ოქროს ულვაშის ფოთოლი - 1/2

მომზადების და გამოყენების წესი:
თხილისა და ოქროს ულვაშის ფოთლებს დავასხათ 2 ლ წყალი, ვადუღოთ 5 წუთის განმავლობაში და შემდეგ გავწუროთ. პრეპარატი უნდა მიიღოთ 2 ჩ/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
მკურნალობის კურსია 14 დღე და მეორდება ექვს თვეში ერთხელ.
სტატიის წყარო:საოჯახო აფთიაქი