მეტი, ვიდრე ბორშჩი! თუკი ამ ინგრედიენტს დაუმატებთ, ის საოცარი გამოვა...

მეტი, ვიდრე ბორშჩი! თუკი ამ ინგრედიენტს დაუმატებთ, ის საოცარი გამოვა...
ჩვეულებრივი კერძიც შეგვიძლია განსაკუთრებული გავხადოთ, თუკი მასში განსხვავებულ ინგრედიენტს დავუმატებთ. მაგალითად, მოგსვლიათ ოდესმე თავში, ბორშჩისთვის შრატის დამატება? უცნაურად გეჩვენებათ? ჩვენ კი გეტყვით, რომ ამ რეცეპტით წვნიანი აუცილებლად უნდა მოამზადოთ.

საჭირო მასალა:

  • წყალი 3 ლ
  • ღორის ნეკნები 300 გ
  • ხახვი 1 თავი
  • სტაფილო 2 ცალი
  • კამა 1 კონა
  • მარილი გემოვნებით
  • ზეთი 2 ს/კ
  • რძის შრატი 1 ლ
  • კარტოფილი 8 ცალი
  • კვერცხი 3 ცალი
  • მჟაუნა 1 კონა
  • დაფნის ფოთოლი 2 ცალი
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • არაჟანი 8 ს/კ


მომზადების წესი:

  1. თავდაპირველად დაასხით ღორის ნეკნებს წყალი, დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და გადაუღვარეთ წყალი. შემდეგ დაასხით 3 ლ წყალი, დაუმატეთ მარილი და ხარშეთ, თან არ დაგავიწყდეთ ქაფის მოხდა.
  2. ამოიღეთ მოხარშული ნეკნები, ბულიონში ჩაასხით შრატი და მიიყვანეთ ბულიონი ადუღებამდე.
  3. გაფცქვენით კარტოფილი, სტაფილო, მოხარშული კვერცხი. კარტოფილი დაჭერით კუბიკებად და ჩაყარეთ ქვაბში. მოხარშეთ ნახევრად.
  4. ხახვი დაჭერით წმინდად, სტაფილო გახეხეთ, შემდეგ მოხრაკეთ ბოსტნეული ზეთში. ბოლოს დაუმატეთ არაჟანი და აურიეთ.
  5. დაჭერით კამა და მჟაუნა, მოხარშული კვერცხი დაჭერით კუბიკებად (სურვილისამებრ შეგიძლიათ ისინი ბოლოს დაუმატოთ).
  6. ქვაბში, ბულიონს დაუმატეთ მოხრაკული ბოსტნეული არაჟნით, მწვანილი, კვერცხი, დაფნის ფოთოლი, პილპილი.
  7. ხარშეთ ბორშჩი კიდევ 10 წუთი და გამორთეთ.

გემრიელად მიირთვით!