კრისტალივით გამჭვირვალე ლაბასხმული ინდაურის ხორცისა და მწყრის კვერცხისგან!
ყველას არ მოწონს საქონლისა და ღორის ხორცისგან მომზადებული ლაბასხმული. ვინც მსუბუქ და ჯანმრთელ საკვებს ანიჭებს უპირატესობას, აუცილებლად დაინტერესდება ამ რეცეპტით.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- ინდაურის ფრთა 2 ცალი
- სტაფილო 1 ცალი
- მარილი 1 ს/კ
- დაფნის ფოთოლი 2 ცალი
- მწყრის კვერცხი 6 ცალი
- ხახვი 1 თავი
- ნიახურის ღერი 1 ცალი
- შავი პილპილის მარცვლები 5 ცალი
- ნიორი 10 კბილი
- ბაზილიკი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ფრთებს დაახით წყალი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გადაუღვარეთ წყალი და დაასხით ახალი წყალი. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 4-5 საათი.
- დაუმატეთ ქვაბში გაფცქვნილი ხახვი, სტაფილო, ნიახურის ღერი, მარილი, პილპილის მარცვლები და დაფნის ფოთლები. ხარშეთ კიდევ დაახლოებით 1 საათი.
- გაწურეთ ბულიონი წმინდა საცერში. შემდეგ დააფინეთ საცერზე ხელსახოცი და ხელმეორედ გადაწურეთ.
- ხორცი გაარჩიეთ, დაძენძეთ, კვერცხი მოხარშეთ, სტაფილო დაჭერით ფიგურილი საჭრელით.
- მოათავსეთ ხორცი, სტაფილო და კვერცხი თეფშზე, დაადეთ ბაზილიკის ღერი და დაასხით ბულიონი. მოათავსეთ მაცივარში 8 საათით.