ხორვატიული წვნიანი ქორფა ბალახებითა და შებოლილი ღორის ნეკნებით
fpaparazzi გთავაზობთ დღის რეცეპტს - ხორვატიულ წვნიანს სახელწოდებით „რასტიკა“. ეს ამ წვნიანის მომზადების ერთ-ერთი, ყველაზე გავრცელებული ვარიანტია, თუმცა არსებობს სხვადასხვა ინტერპეტაციებიც.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
მოათავსეთ ღორის ნეკნები ქვაბში და დაასხით 1,5 წყალი. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. მოხადეთ ქაფი და ხარშეთ 1 საათი, სანამ ხორცი არ დარბილდება. როცა ნეკნები მზად იქნება, ხორცი გაარჩიეთ ძვლებისგან.
გაფცქვენით ხახვი და კარტოფილი და დაჭერით კუბიკებად. კარტოფილი მოათავსეთ ჯამში და დაასხით ცივი წყალი. ნიორი დანაყეთ ან დაჭყლიტეთ.
აადუღეთ დიდ ქვაბში წყალი და ჩაყარეთ სამივე სახეობის ბალახეული, მოწალეთ 3 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაიტანეთ საწურზე. როცა გაგრილდება კარგად გაწურეთ ხელით და დაჭერით მსხვილად.
გააცხელეთ ქვაბში ზეითუნის ზეთი და მოხრაკეთ ხახვი და ნიორი შევარდისფრებამდე, დაუმატეთ პაპრიკა და კიდევ 1 წუთი ხრაკეთ.
დაუმატეთ ქვაბში ბალახეული და კარტოფილი, დაასხით ნაკნების ნახარში ბულიონი, ჩაყარეთ დაჭრილი ხორცი და მიიყვანეთ ადუღებამდე. შეანელეთ მარილითა და პილპილით და ხარშეთ წვნიანი დაბალ ცეცხლზე 10-13 წუთის განმავლობაში.
საჭირო მასალა:
- 1 კონა ქორფა ბალახეული (ისპანახი, ჭინჭარი, მჟაუნა)
- 800 გ შებოლილი ღორის ნეკნები
- 4 საშუალო კარტოფილი
- 1 საშუალო თავი ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- 1-2 ჩ/კ დაფქული ტკბილი პაპრიკა
- მარილი და პილპილი გემოვნებით