ქათმის წვნიანი კვერცხით

ქათმის წვნიანი კვერცხით
fpaparazzi უგემრიელესი და სასარგებლო წვნიანის რეცეპტს გიზიარებთ.

საჭირო მასალა:
  • 1 კგ ქათამი
  • 1 თავი ხახვი
  • 4-5 ცალი კარტოფილი
  • 1 სტაფილო
  • 2 კვერცხი
  • მწვანილი გემოვნებით
  • მარილი და პილპილი


მომზადების წესი:
1. ქათამი დაჭერით, დაასხით წყალი და მოხარშეთ ბულიონი.
2. როგორც კი ადუღდება, დაუკელით ცეცხლს და მოხადეთ ქაფი. ხარშეთ 10 წუთი.
3. დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი.
4. სტაფილო გახეხეთ მსხვილად, ხახვი დაჭერით წვრილად, მოხრაკეთ ცოტაოდენ ზეთში და დაუმატეთ წვნიანს.
5. მოაყარეთ მარილი და პილპილი და ხარშეთ ბულიონი კიდევ 5-10 წუთი.
6. პატარა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი. დაჭერით მწვანილი და დაუმატეთ წ ვნიანს.
7. ისე, რომ სწრაფად ურიოთ, ჩაუშვით ათქვეფილი კვერცხი წვნიანის ცენტრში. ხარშეთ რამდენიმე წუთი კიდევ და გადმოდგით ცეცხლიდან.
გემრიელად მიირთვით!